Skip to content

11 დეკემბერი და “ჩვეულებრივი” ადამიანი

December 11, 2011

პოსტის წერა ერთი შეკითხვით მინდა დავიწყო:
შეიძლება არ უჭერდე ბიძინა ივანიშვილს მხარს, მაგრამ რამ გამოიწვია მისი შვილის მიმართ ირონია და აგრესია?
არ ვიცი რატომ აქვს ხალხს ასეთი ცუდი დამოკიდებულება ფულიანი ადამიანების მიმართ, მაგრამ მე პირადად არანაირი არგუმენტი არ მაქვს, რომ არ მომწონდეს ხელისუფლებაში მოსვლის ახალი კანდიდატი და მისი ოჯახი.

ჩემს ბლოგზე მარცხნივ პატარა წარწერაა: აქ ცხოვრობს მეამბოხე. რატომ მეამბოხე? იმიტომ რომ ბავშვობიდან ყველაფერს ვუპირისპირდები რამაც შეიძლება უსმართლობის გრძნობა გამიჩინოს.
ფილმი რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებ “მამაცი გულია” და ყოველი ყურებისას აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. ხშირად დაუცინიათ ადამიანებს ჩემთვის, როცა ქვეყანაზე ვლაპარაკობდი, როცა ვამბობდი რომ საქართველოდან არასდროს წავიდოდი.
არც სკოლის მოსწავლე ვარ, არც სტუდენტი ვარ, არც ვმუშაობ, ჩემი ახლანდელი სტატუსი მხოლოდ ბლოგერია და ამით ვამაყობ, რადგან ვწერ ყველაფერზე რაც მაწუხებს და ვცდილობ რაღაც სარგებლობა მაინც მოვუტანო ჩვენს საზოგადოებას – არ დამალული ემოციების სახით.
ხშირად მითქვამს, რომ ეს ქვეყანა ჩემია და მაქვს უფლება მის მართვაში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ პასუხი მიმიღია: – ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერს გვეკითხებიან. სტატიებშიც ხშირად მინახავს საშუალო ფენის ადამიანი მოეხსენებინათ ჩვეულებრივ ადამიანად და ფულიანი ადამიანისგან გამოეყოთ ამით.
ვინ არიან ჩვეულებრივი ადამიანები? რითი არის არაჩვეულებრივი პრეზიდენტი ან რომელიმე სახელმწიფო მოხელე?
ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან, მათ ჩვენ ვანდეთ სახელმწიფოს მართვა და ისინი ამის გამო ჩვენზე მაღლა როგორ დადგნენ? ან თუ ვიღაცას ფული აქვს დავიჯერო არაჩვეულებრივია?

ეს ჩემი სამშობლოა, მე საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ვარ და არ მომწონს როცა რეფორმებს მოსახლეობაზე “ტესტავენ”. არ მინდა ვიყო საცდელი კურდღელი.
როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა, ხმის მიცემის უფლება არ მქონდა ასაკის გამო, ახლა მაქვს ეს უფლება და მინდა რომ თავისუფლად გამოვიყენო. რვა წელი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას თავისი შანსები გამოეყენებინა.
მაქვს უფლება მივიდე არჩევნების ყუთთან და ვისაც მომინდება, იმას მივცე ხმა. ტელევიზიებით, ინტერნეტით, ცდილობენ ჩემი გონების დამორჩილებას და ყველა არხზე ერთდროულად, ერთ ფილმს მიჩვენებენ.
ვიღაც ქალი(ქეთა გაბიანი) გამოდის და მეუბნება რომ თუ მე დენს ვხარჯავ ე.ი. ბევრის ჭამის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს და უნდა გადავიხადო. ძალიან ძვირია 5 თეთრი ნაგვის გადასახადი 1 კილოვატ დენზე. რატომ მიყურებთ პირში ქალბატონო ქეთა? რატომ მითვლით ლუკმას? თუ ჩემს ოჯახს აქვს საშუალება რომ გამომკვებოს ეს საშუალებაც უნდა წაართვათ?
მარაზმია ეს ყველაფერი, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ.

ვიღაც ადამიანები ზევიდან გვიყურებენ და ამას საზოგადოების ნაწილი ნორმალურად მიიჩნევს, უხარიათ როცა პრეზიდენტი საშუალო(ან დაბალ) ფენას ხვდება და შესციცინებენ. არ უნდა გადაიხადოთ მადლობა ამისთვის, ისინი ვალდებულები არიან ჩვენთვის იშრომონ, რადგან საკმაოდ ბევრს ვუხდით სახლემწიფოს მართვისთვის.
ჩვენ “ჩვეულებრივებად” მიგვაჩნია თავი და ყოველთვის ვიღაცას შევციცინებთ. უბრალო მოქალაქეობა არ ნიშნავს ვინმეზე დაბლა დგომას.
ოთარაანთ ქვრივში, რომ ხიდჩატეხილობა იყო, ის დღესაც არის.
შედარებით ნაკლებად, მაგრამ დღესაც ფულით წყდება ადამიანების უფლებები.

საქართველო

საქართველო


მე რიგითი მოქალაქე ვარ, არ მინდა საქართველოდან გაქცევა.
მე ერთი მეამბოხე გოგო ვარ, რომელსაც დღეს ძალიან აუჩუყდა გული, რადგან ერთი 16 წლის ბიჭის სიმღერამ ზუსტად მისი სათქმელი გადმოსცა.
მე ერთი ვარ, ამ პოსტის მკითხველიც ერთი ხარ, მაგრამ ჩვენ ერთად უკვე ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანი გამოვდივართ, რაც უკვე ძალიან დიდი ძალაა.
არ ვარ ჩვეულებრივი,
არავინ არ არის ჩვეულებრივი,
WE CAN CHANGE OUR COUNTRY!

ამ სიმღერას კი შევხედავ არა როგორც პოლიტიკოსის შვილის ნამღერს, არამედ სიმღერას:
“რაც არ უნდა გერქვას შენი სისხლია წითელი,
რაც არ უნდა გეცვას შენც დაიბადე შიშველი.
და თუ გამიჭირდა მითხარი ვინ მიშველის,
ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი.
ხანდახან ვიბნევი, პასუხებს გთხოვ,
როგორ ავაშენო ის რასაც ვერ დაანგრევს დრო
მოგმართავ შენობით, ვიყურები მაღლა,
მხოლოდ შენ იცი ვინ ვარ მართლა”.

Advertisements
9 Comments leave one →
  1. December 11, 2011 22:13

    გეთანხმები. უბრალოდ, საქართველოში ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშჳრება უყვარს ხალხს. თუნდაც ავიღოთ სააკაშვილი, ბევრს იმიტომ არ მოსწონს (მხოლოდ და მხოლოდ) რომ სომეხია. ბერას შემთხვევაში კი იმიტომ არ მოსწონთ, რომ ფულიანი მამიკოს შვილია.

    მეც არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება და სტერეოტიპები.

    კარგი პოსტია. 🙂

  2. December 11, 2011 22:15

    ყოჩაღ, მაგარია ძალიან!!!!!!!!

  3. December 11, 2011 22:36

    ამ სიმღერას ცრემლის გარეშე ვერ მოვუსმინე..გვახარიამ აღნიშნა კიდეც რომ ძალიან სუფთა ბავშვია ბერა.ცუდს კი ბერაზე კი არა ილია ჭავჭავაძეზე და ბოლობოლო დავით აღმაშენებელზეც ამბობდნენ და ამბობენ ახლაც,ასე რომ…ხალხი ჭრელია)

  4. ლექსპერტი permalink
    December 11, 2011 22:41

    თიკო, ძალიან კარგი გოგო ხარ! ღმერთმა ამბოხის ძალა და შეძლება არ დაგიკარგოს! ეს არის პოზიცია და გმადლობ ამ პოზიციისთვის!

  5. tamta permalink
    December 12, 2011 00:21

    yochag…ubralod, kargi gogo xar:) warmatebebi

  6. December 12, 2011 00:57

    Wow! :* :*

  7. December 12, 2011 09:08

    სრულად გეთანხმები ყველაფერში.
    მაოგნებს ეს ნაძალადებვი აგრესია ივანისვილის და მისი გუნდის და სვილის მიმართ.მშიშარა და სამსახურს გამოგიდებული ადამიანი თუ დაიწყებს ასეთ სიბინძურის როშვას.რატომ უნდათ რომ მუდამ ასე იყოს? არ მესმის.
    კარგია, რომ წერ იმას რაც აქტუალურია და არ ერიდები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას

  8. December 12, 2011 09:20

    კაია :***

  9. December 16, 2011 06:40

    გამიხარდა ახალი ბლოგის წაკითხვა და მერე ასეთი პოსტის აღმოჩენაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: