Skip to content

ოთახიდან სპილოს გაყვანა

December 14, 2011

ამ კონკურსთან დაკავშირებით, კონკურსის დასაწყისშივე დავწერე პოსტი.
26 ნოემბერს ICCN-ის ოფისიდან სახლში საკმაოდ დაბნეული ვბრუნდებოდი, თან ვფიქრობდი: თიკო შენ ლიდერი ხარ, გაიაზრე შენი პასუხისმგებლობა!
ლიდერობის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ ძალიან დავიბენი. საღამოს facebook-ის მეგობრებს გადავხედე და სამი ადამიანი ამოვარჩიე, ვისაც მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ გამოთქმული.
ნათია გულისაშვილი(ფორთოხლის გოგონა), ანა თოფურიძე და ალექსანდრე.
მეორე დღესვე შევკრიბე გუნდის წევრები. პირველივე შეხვედრისას მივხვდი რომ კარგი არჩევანი გავაკეთე.
თემის გაცნობის შემდეგ სამივე აქტიურად ჩაერთო კონკურსში, თითქმის 24 საათი ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.
პირველად ფიქრი ფოტოსესიაზე დავიწყეთ.
ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ფოტოების გადაღება გამოდგა, იდეის “შემოკლება” მიწევდა,რადგან მაქასიმუმ 10 ფოტო უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტეთ ორი გოგონას ისტორია გადმოგვეცა, რომლებზეც ძალადობდნენ. რა მოყვება ძალადობას და ბოლო სურათი უნდა ყოფილიყო ოპტიმისტური.
ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია ერთმა სურათმა, რომლის გადაღებისას მოდელმაც და ფოტოგრაფმაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს.
ეს საკონკურსო ფოტო გადაღებულია 12 სართულიანი სახლის სახურავზე.

საკონკურსო ფოტო

საკონკურსო ფოტო


ალექსანდრე საკონკურსო ფოტოს გადაღებისას

ალექსანდრე საკონკურსო ფოტოს გადაღებისას


ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომელთა უმრავლესობაც ჩემთვის სრულიად უცხოები იყვნენ და უანგაროდ დაგვთანხმდენ სურათების გადაღებაზე.

შემდეგ მოდიოდა სტატია, რომელიც ავაგეთ სლოგანზე: ნუ შეეგუები ძალადობას, დაიცავი შენი უფლებები.
სტატია დაწერა ნათიამ, ანას ბევრი იდეა იყო გამოყენებული და საბოლოოდ მე შევიტანე ჩემი წვლილი, რაღაცები შევცვალე და ფორმა მივეცი.

ფლეშმობი 7 დეკემბერს, ფილარმონიის წინ შედგა.

ფლეშმობი

ფლეშმობი

.
გუნდს მოგება უნდოდა. ვხვდებოდით ყოველდღე, ვათენებდით ღამეებს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენეთ ჩვენი ცხოვრებიდან დისკრიმინაციის და ძალადობის ფაქტები.მივხვდით რომ ჩვენც ვიყავით მსხვერპლები. ამიტომ მოვიდა ფლეშმობისთვის ასეთი იდეა:
მეც

მეც

ლაიქების კონკურსში მარი კორინთელის გუნდი ლიდერობდა, დავეწეოდით და ისევ გვისწრებდა. ყველას ვთხოვდი, რომ სტატია წაეკითხათ და ისე დაელაიქებინათ, რადგან ჩემი აზრით ეს სტატია ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
მეორე ადგილზე გავედით ლაიქებით და დაჯილდოების დღეც მოახლოვდა.
ზედმეტად ვნერვიულობდი, ნათია იქ არ იყო. სანდრომ და ანამ ხელები ჩამჭიდეს. ყოველთვის ვიცოდი ჩემი ემოციურობის ამბავი, მაგრამ ასეთ ემოციებსაც არ ველოდი. მარი კორინთელის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გავიდოდით.

და მარი კორინთელმა გაიმარჯვა.
მის გუნდზე ნაკლებად არ გამხარებია, ჩვენ მეორე ადგილი და აიპოდები მივიღეთ.
ეხლაც მაქვს ემოციები გამოყოლილი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჩემი გუნდის წევრებს შრომა დაუფასდათ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საამაყო გუნდი შედგა. საოცრად მოტივირებულები იყვნენ, სულ მირეკავდნენ და ცდილობდნენ მაქსიმალურად მიეღოთ მონაწილეობა.
მგონი არც მე გამოვდექი ცუდი ლიდერი.
ალექსანდრე ჩემი დიდი ხნის მეგობარია, აი ანას და ნათიას სახით ახალი, ძალიან კარგი მეგობრები გავიჩინე.
“ძალადობა ცოცხალი ორგანიზმია და იგი ადამიანების ტკივილით იკვებება”-ასე იწყება ჩვენი სტატია, მართლაც ასეა. ჯაჭვურად ებმება ერთმანეთს სხვადასხვა ადგილას განხორციელებული ძალადობა და იქმნება ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც უკვე მთლიანად საზოგადოებას ეხება. ამ პრობლემის მოგვარებას, ხალხის გამხნევება და პრობლემის დაძლევისკენ მოწოდება მოაგვარებს. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ კონკურსში მონაწილეობით არ შემოიფარგლება ჩემი აქტივობა.
ვულოცავ მარი კორინთელს გამარჯვებას, მისი სტატია ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო. ასევე ძალიან კარგი იყო ნესტან ბოსტოღანაშვილის ფოტოალბომი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის წევრებს და რა თქმა უნდა კონკურსის ორგანიზატორებს:
გაეროს მოსახლეობის ფონდს – UNFPA Georgia;
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრს – ICCN
;

საქართველოს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ასოციაციას – GYDEA;
კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციას – CSMA.
ასეთი მშვენიერი კონკურსის შექმნისთვის, აქ მიღებული ემოციები არასდროს დამავიწყდება, ხოლო გამოცდილება ბევრ რამეში გამომადგება.
იმედია ჩემმა გუნმდა ცოტათი მაინც შეუწყო ხელი, ოთახიდან სპილოს გაყვანას, ანუ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ნამდვილად არსებობს, ჩვენ კი თვალებს ვხუჭავთ.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. orange permalink
    December 14, 2011 22:44

  2. orange permalink
    December 14, 2011 22:52

    კარგი დღეები იყო, ძალიან საინტერესო, ბევრი რამ ვისწავლე და საინტერესო ადამიანები გაგიცანით, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები რამდენი გამოცდილება და ცოდნა შემძინა ამ პროექტმა ❤ ვთქვი კიდეც და ახლაც გავიმეორებ: რომც არ მოგვეპოვებინა ერთ-ერთი საპრიზო ადგილი, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ბევრი რამ ვისწავლე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: