Skip to content

ქვეყანა სადაც აღარ მათხოვრობენ

December 19, 2011

ღამის თერთმეტი საათი ხდება, ჩემი სახლის წინ სუპერმარკეტს დაკეტვამდე მივუსწარი. გარეთ ძალიან ცივა, მიხარია რომ მალე სახლში შევაღწევ და გავთბები.
მაღაზიასთან მოხუცი ქალი ზის, არასდროს ითხოვს დახმარებას, უბრალოდ ზის. ვიღებ ხურდას და ვაძლევ, კმაყოფილი ვაგრძელებ გზას, მე მალე სახლში შევალ.
ყურსასმენებში მუსიკისთვის ხმა ბოლომდე მაქვს აწეული, ჩავლილი დღით უზომოდ კმაყოფილი ვარ.
ბედნიერი გამომეტყველება მალევე მეცვლება, ის მოხუცი ქალი ეხლა სახლშია წასასვლელი. ვბრუნდები და დღის ბოლოს რაც მაქვს დარჩენილი იმ ხურდებს ვაძლევ, ორივეს გაგვეღიმა, მე შემრცხვა.
გაყინული შევდივარ სახლში და ვფიქრობ, რომ ამ ქალს ჩაის გავუტან, მაგრამ მალევე ამ ფიქრს ფიქრადვე ვტოვებ,რატომღაც მომერიდა.

როგორც მამიდაჩემი ამბობს ეს ქალი ავტობუსით მოდის ხოლმე ჩვენს ქუჩაზე.
75 წლის იქნება დაახლოებით.
ტელევიზორში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გვიყვებიან, ინტერნეტში მხიარული განწყობაა და მეც მალე მავიწყდება ეს ქალი.
როგორი შეგრძნებაა როცა ცხოვრება გაიძულებს ქუჩაში იჯდე ვიღაცის ხურდის იმედად?
ჩართავ ტელევიზორს და გხვდება ამბები, თუ რა კეთდება საქართველოში, როგორ შენდება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ნაგავში ისევ იქექებიან ადამიანები როგორც უწინ და ქუჩაში ისევ არის დახმარების სათხოვნელად გამოწვდილი მრავალი ხელი. ჩვენი საზოგადოება ყველანაირ პრობლემას ეხება, ქალიშვილობის ინსტიტუტსაც კი, მაგრამ სოციალური პრობლემები რჩება.
ხშირად მომისმენია- მათხოვრობას ჯობია გაანძრიოს ხელი, საქმე აკეთოს და ისე იშოვოს ფული.
როგორ უნდა იშოვოს ფული პენსიონერმა? ა შვილები და ნათესავები ყავს სულ დამავიწყდა. მაგრამ ზოგჯერ ისეთებად იზრდებიან შვილები, რომ მშობლებს სახლს უყიდიან და სააარსებო წყაროდ მხოლოდ პენსია რჩებათ მოხუც მშობლებს.
სანამ პოლიტიკური ტერმინებით თავის მოწონებას დავიწყებთ, იქნებ ცოტა მაინც გვეფიქრა სოციალურ პრობლემებზე?

კი იზრდება პენსიები, მაგრამ ძვირდება პროდუქტები, სამათხოვროდ გამოსული ადამიანები კი ისევ რჩებიან. პრობლემას არ წყვეტს ის, რომ ვიღაცას შვილი არ უნდა გაეჩინა თუ საშუალება არ ჰქონდა, ან ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.
“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” – ასე არ შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდეს.
ქვემო ჭალაში 58 წლის მამაკაცი სიცივისგან გაიყინა.
10 პუნქტიან სამოქმედო გეგმებს, ბათუმის გალამაზებას, ასფალტის დაგებას, თუ ევროპასთან დაახლოებას, იქნებ სოციალურ პრობლემების მიმართ გაიზარდოს ყურადღება?
თუ ჩვენს ქვეყანაში გაჭირვებულები აღარ არიან?
სანამ ჩვენი მშობლების თაობას ჩავრეცხავდეთ, მეტი ვიფიქროთ, რადგან მერე შეიძლება ჩვენც “ჩაგვრეცხონ” და მათხოვრების რიგებს ჩვენც მივემატოთ.
ნაკლები ლაპარაკი ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენი დრო იწურება და “საქმე ლაპარაკის ნაცვლად” თუ შეიძლება.

Advertisements
8 Comments leave one →
  1. December 19, 2011 13:04

    რომ გავიღვიძე, ჩემი თბილი საწოლიდან გამოვძვერი და კომპიუტერი ჩავრთე, პირველი ეს ამბავი გავიგე, რომ კაცი სიცივისგან გარდაიცვალა 😦 ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. ერთიც რომ იყოს ასეთი, საშინელებაა და ეხლა წარმოიდგინე, რამდენია, ვისაც შია, ცივა, ტკივა…
    😦
    მაგრამ ჩვენთვის ხო ყველაზე მნიშვნელოვანი ” ბათუმის გალამაზება, ასფალტის დაგება, და ევროპასთან დაახლოებაა” 😐

  2. December 20, 2011 14:28

    არ მეგონა თუ კიდევ გვიგებდი რომ ვიღაც სიცივისაგან გარდაიცვალა….

  3. December 20, 2011 15:37

    რამდენი ხანია გავიძახი, სოციალურ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციეთ ხალხო მეთქი. უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ პოლიტიკურ ძალებს გარკვეულწილად “რცხვენიათ” თუ ეხამუშებათ ამ თემაზე საუბარი. იდიოტიზმია ამაზე ყურადღების არ გამახვილება.

  4. December 20, 2011 21:06

    სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არავინ საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, რომელიც უკვე პიკს აღწევს. ნაგვის ბუნკერთან დგას უამრავი მოხუცი და ეს შემაძრწუნებელია.

  5. tamari permalink
    December 29, 2011 22:42

    es yvelaperi autanelia, roca studenti viyavi yovel dilas rustavelis gavlit mivdiodi universitetshi da xshirad mxvdeboda moxuci kali, dzalian gamxdari, gachachanakebuli, dzalian cioda xolme..sacodavs pexze raac chirda da tkivilisgan yoveltvis shishveli hkonda….. yvelaze sashinel sigarets eweoda da xalxisgan daxmarebas itxovda…ese gadioda dReebi, kvirebi, tveebi da ertxelac gavbede mivuaxlovdi da vkitxe ” bebo dzalian gtkiva pexi metki”? kali amas ar moeloda..gaukvida ..tavi awia da tvalebshi shemomxeda da mipasuxa ; ” shvilo pexi ki ara guli mtkivao” davibeni da mivxvdi rasac gulisxmovbda es kali…im dgis mere su chamesmis am kalis sityvebi da roca rustavelze gavivli su vedzeb mara amaod..gmertma icis ra daemarta am ususur kals…albat shimshilit mookvda an albat sic
    ivit…
    guli mtkiva ro eset kveyanashi vcxovrobt..ikneb gvtis wyalobita da shewevnit dadgeba iseti dro rom eset xalxs miakceven yuradgebas. …

  6. February 4, 2012 17:57

    დავიღალე ამდენი ცუდი ამბებით, რა არის ნუთუ ასეთი ძნელია ამ უმუშევრობის, დაბალი შობადობის და საქართველოსთვის კიდევ ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება? არა, არ არის ძნელი. 10 წელი საკმარისზე 2-3ჯერ მეტი დროა ამის აღმოსაფხვრელად მ,არა ამ ვირ იშვილ და დე დაძაღლ მთავრობას არ უნდა რომ გამოსწორდეს რამე საქართველოში თორე შადრევნებისა და მტირალა ბ ოზი კაცი ეგლესისის ნაცვლად ცეხებს გახსნიდა და დასაქმდებოდა ხალხი.

  7. February 4, 2012 18:06

    აი რაც გვაცვია ტანზე ნასკით დაწყებული კურტკით დამთავრებული ქართველები ვერ შევკერავთ და მოვქსოვტ? ჩამოიტანოს დანადგარები და ჩვენ ვიმუშავებთ და არ გავამდიდრებთ ვიღაც თურქს და ჩინელს, ან ფარდები ჩვენ ვერ დავამზადებთ? ამდენი მიწა რომ დაუმუშავებელია ტექნიკა შემოიყვანენ, ძალით გაბერილი ნავთობის ფასი იმდენზე ჩამოიყვანონ რამდენიც უნდა ღირდეს და ჩვენ ვერ დაამუშავებს მიწას? საწერი პასტაც კი არ იწარმოება საქართველოში. ჩამოიტანონ დანადგარები და ჩვენ ავაწყობთ პასტებს, ესეც დაასაქმებდა ხალხს. შეიქმნებოდა რამე ნაწარმი და ხალხიც დასაქმდებოდა. რაღაცა დროის მერე ინდუსტრიასაც ავაღორძინებდით და მეტი კი არაფრით არის გერმანია საქართველოზე ძლიერი…

  8. February 4, 2012 18:11

    მარა მიხოს რათ უნდა ძლიერი საქართველო? არ უნდა!!! ყველაფერი გაყიდა შენობები, ტყეები, რკინიგზაც კი გაყიდა, მთელი ინფრასტრუქტურა რუსებს მიჰყიდა და ამას არქმევს ეკონომიკას???!!! არა ეს ეკონომიკა კი არა გამყიდველობაა!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: