Skip to content

უკეთესი საქართველო

December 29, 2011


ბევრი რამ დამრჩა სათქმელი და არ მინდა 2012 წელში გადავიტანო, ამიტომ დავიწყე ამ პოსტის წერა.
პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, თუ რამე არ მოგვწონს ეს თავად ჩვენი პრობლემაა, ანუ ადამიანების. საზოგადოების, თუ ხელისუფლების ეგ უკვე პრობლემიდან გამომდინარეობს.
ვთვლი რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა საზოგადოებისგან მოვითხოვთ პატივისცემას, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცეთ პატივი მას. და თუ რამე არ მოგვწონს გამოსწორება უნდა ვცადოთ.
ჩემს facebook ფრენდლისტში ხშირად წავაწყდები ხოლმე ადამიანების უფლებების დამცველებს, ასევე უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლებს, მოკლედ ადამიანებს რომლებსაც უკეთეს ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, მაგრამ მათი მხრიდან ასევე ხშირად ვამჩნევ სიძულვილის ენის გამოყენებას.
არ შემიძლია ბერას თემას არ შევეხო, რადგან ძალიან აქტუალურია. სავსებით გასაგებია არ მოგწონდეს მისი სიმღერები, არ მოგწონდეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ხაზს უსვამდე ბერა ივანიშვილის ალბინოსობას თანაც დამცინავად? “ალბინოსი ღლაპი”, დაახლოებით ამ სიტყვებით მოიხსენიებენ ხოლმე ადამიანები რომლებსაც ეს ბიჭი არ მოსწონთ და შემდეგ უფლებების დაცვაზე, თანასწორობაზე და სხვა მრავალ პრობლემურ საკითხებზე წერენ(თუნდაც პრეტენზიებით გამოდიან), თუ საუბრობენ. აგრესიის მოთოკვა არის აუცილებელი.
ახლა კი ისევ პოლიტიკას მინდა შევეხო. შეიძლება არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით, მაგრამ პოლიტიკა იქნება შენით დაინტერესებული. ეკონომიკურად ვმოქმედებთ, როცა მაღაზიაში რაღაცას ვყიდულობთ, მაგრამ ეკონომიკაზე არ ვფიქრობთ. ასევეა პოლიტიკა. პოლიტიკაა როცა პენსიონერს შია, როცა უკმაყოფილო ხარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან თვლი რომ დიდი გადასახადი მოგდის დენზე, ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია და ჩვენც მოგვიცავს.
2011 წელს 26 მაისს უმოწყალოდ ცემეს აქტივისტები,
ნაგვის გადასახადი 1 კილოვატ დენზე 5 თეთრი გახადეს,
ავტობუსი გააძვირეს,
“მარშუტკა” გააძვირეს,
ქართული ტელევიზიები ააოხრეს და “ბომონდის” ტაშფანდურად აქციეს,
კიდევ რა დათვლის რამდენი რამ “გააკეთეს”.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და “ღიმილიან საქართველოს” გვპირდება, ეს აფსურდული დაპირება ხალხს იმედს აძლევს, მე კიდევ დაცინვად და პრეზიდენტის მორიგ სულელურ სიზმრად წარმომიდგება.

უი, კიდევ საოცარი მოვლენა, ნოდარ მელაძე წლის საუკეთესო ჟურნალისტი ხდება, თან თურმე ხალხის გამოკითხვით.
მე მებადება კითხვა:
რატომ დაგვცინით? რატომ გვიგდებთ მასხრად?
ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოსახლეობას, ნაქურდალს გვასაღებენ და ვიღაცები ამას ტაშით ხვდებიან. ასე იყო მთაწმინდის პარკზეც, ტელევიზია იმედზეც და ალბათ კიდევ რამდენ რამეზე, რაც ჩვენს ყურამდე ვერ აღწევს.
ამ ყველაფრის ფონზე ვიღაცები მამათა და შვილთა ბრძოლას გეგმავენ. მე დიდი ხნის წინ დავიწყე ბრძოლა ჩემს მშობლებთან, მაგრამ ისინი ისევ მიყვარს და მათ “ჩარეცხვას” არ ვაპირებ.
ერთი რჩევა მექნებოდა ახალგაზრდა, მებრძოლ ადამიანებთან, ნაკლები სიძულვილი და მეტი სიფრთხილე, რადგან როცა “ომს” იწყებ ყურადღებით უნდა იყო, რომ შენი “ტერიტორიები” არ დაკარგო. ხო და კიდევ, ირონია გამოსადეგი რამეა, მაგრამ დაცინვაში არ უნდა გადავიდეს და შენი ბოღმის, სიძულვილის ანარეკლი არ უნდა იყოს.

სამოთხეში ვერ ვიცხოვრებთ, დედამიწაზე სამოთხე არ არსებობს ალბათ, მაგრამ შეგვიძლია უკეთესი საქართველოსთვის რამე გავაკეთოთ. მე ამ წუთას მინიმუმს ვაკეთებ წერის სახით, დიდი იმედი მაქვს, რომ 2012 წელი ნაყოფიერი იქნება და ჩემს ბლოგზე კვლევის შედეგები, ადამიანების ისტორიები და სხვადასხვა აქციების შესახებ პოსტები დაიდება.
და ბოლოს, უკაცრავად მაგრამ, ვისაც ეს ქვეყანა გეზიზღებათ და აქედან წასვლა გსურთ, ბილეთის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეთ.
ხოლო ვისაც რამის გაკეთება გსურთ, უკეთეს საქართველოს გისურვებთ პირველ რიგში, რომელიც მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით შეიძლება შეიქმნას.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. December 29, 2011 00:49

    მიყვარხარ :* :* :*

  2. razmua permalink
    December 29, 2011 08:27

    შენ გაიხარე :*

  3. ლექსპერტი permalink
    December 29, 2011 12:15

    თიკო, გაიხარე! კარგი გოგო ხარ!

    ბოლოს რაც გიწერია, ორივეს ვაკეთებ მე! ვცდილობ, უკეთესი საქართველო შევქმნა, იმიტომ, რომ როცა აქედან დავახვევ, გული მაინც დამწყდეს რამეზე!

  4. February 4, 2012 15:10

    ძალიან კარგია. ყველაფერში გეთანხმები.
    ”ამ ყველაფრის ფონზე ვიღაცები მამათა და შვილთა ბრძოლას გეგმავენ. მე დიდი ხნის წინ დავიწყე ბრძოლა ჩემს მშობლებთან, მაგრამ ისინი ისევ მიყვარს და მათ “ჩარეცხვას” არ ვაპირებ”.
    ”ვისაც ეს ქვეყანა გეზიზღებათ და აქედან წასვლა გსურთ, ბილეთის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეთ.”
    +უამრავი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: