Skip to content

ეროვნულობის კომპლექსი

January 14, 2012

ერთ დროს ჩვენი ქვეყანა გარუსულებული იყო, ახლა გაინგლისურება მიდის.
ჩვენ ვართ ერი ვისაც რცხვენია უცხო ენის არ ცოდნა და უმრავლესობა საკუთარ ენაზე, ქართულად ვერ მეტყველებს კარგად.

დედა ენა

დედა ენა


ჩემი თანატოლები საუბრობენ განათლებაზე, კითხულობენ მსოფლიო ლიტერატურას და ამავე დროს ამბობენ, რომ სძულთ ვეფხისტყაოსანი.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნელ-ნელა, ან არც ისე ნელა, ეროვნულობას ვკარგავთ. ჩვენთვის მთავარი ქვეყნის შეფუთვა, უცხოელებისთვის კარგ ფასად მიყიდვაა. აღარ ვიცით ვის მივედოთ, ან მოვედოთ, ვითხოვთ, რომ ვინმემ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და ჩვენს ქვეყანას რამე მოუხერხოს.
თითქმის აღარავინ მღერის ქართულად, ახალგზარდები იმ ჯგუფების “ფანები” არიან ვინც უცხო ენაზე მღერის, თუმცა ქართული ხარისხიანი სიმღერები თითქმის აღარც იქმნება.
საზოგადოებას, მშობლებს, ვაბრალებთ ყველაფერს რაც არ მოგვწონს და თავადაც უცხოელების დასაინტერესებლად ვიფუთებით, ეგებ ვინმემ შეგვამჩნიოსო და ამ ქვეყნიდან რაც შეიძლება შორს წაგვიყვანოსო.
ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულად რაღაც ღირებულს ქმნის, ან შეუქმნია.
დავიჯერო აუცილებელია გადაკეთება? იქნებ გაუმჯობესება უკეთესი იყოს?
ჩვენც გვაქვს რაღაც ღირებული და ფასეული შექმნილი, რატომ ვივიწყებთ ამას?
მახსოვს ადრე პირველ არხზე გადიოდა დოკუმენტური სერიალი, ქართველი პოეტებისა და მწერლების ისტორიაზე, იმის შესახებ თუ რა ბედი ეწიათ კომუნისტების პერიოდში ამ ადამიანებს. ჩემი ქართულის მასწავლებელი სკოლაში გვაყურებინებდა ხოლმე და სიამაყით ვივსებოდი.
რატომ გვაქვს ეროვნულობის კომპლექსი? თითქოს ქართული ყველაფერი გვეზიზღება.
მგონი ჩვენც გვაქვს რაღაც ღირებული შექმნილი და იქნებ არ გავექცეთ, არ შევიზიზღოთ ჩვენი ენა და ჩვენი ქვეყანა.
რატომ გვრცხვენია საქართველოსი, ეს ყველაფერი ხომ ქართულია:

1.

2.

3.

ფიროსმანი

ფიროსმანი


4.
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი


5.
ნატვრის ხე

ნატვრის ხე

Advertisements
8 Comments leave one →
  1. January 14, 2012 14:23

    საერთოდ ვისაც საკუთარი არ უყვარს და არ აფასებს, ის ვერ სხვას მიიღებს კარგად . აი მარტო ქართულ ესტრადაზე ვერ გეთანხმები, დანარჩენში შენთან ვარ. რაც შეეხება “ვეფხისტყაოსანს” კი, ნებისმისე ერს რომ ჰქონდეს ასეთი რამ გადაირეოდა სიხარულით.ეტყობა რუსთაველი იმდენად დიდია და პროგრესული თანამედროვე ქართველებისთვის, რომ საკუთარ სიბეცეს ასეთი მიდგომით ფარავენ. ნამდვილად საჭირო თემას შეეხე.

  2. January 14, 2012 18:37

    ყველაზე პატარა ისტორიის ქვეყანაც კი საკუთარ წეს–ჩვეულებებს, ტრადიციებს უფრთხილდება და მისდევს, სხვაც იგივეს ეძებს ჩვენთან, იგივე უცხოელ სტუმრებს პირველ რიგში 🙂

    სია შეგიძლია განავრცო უფრო 🙂

    მე სიის თავში ჰამლეტ გონაშვილს ჩავსვამდი 😉

  3. January 14, 2012 19:20

    სია მართლა ბევრად დიდია, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, მაგის მიუხედავად საამაყოა ვეფხისტყაოსანიც, ვაჟა-ფშაველაც, შუშანიკის წამებაც, ბაგრატის ტაძარიც, ტაო-კლარჯეთიც, ქეთი მელუაც, გია დვალიც, ყანჩელიც, ბურჭულაძეც, აკვანიც, ღომიც და ყველიც 🙂

    უბრალოდ ამ ყველაფრით სიამაყე ერთ ნაწილს ისე თავში აუვარდა, მეორე ნაწილი დააკომპლექსეს და ამ მეორე ნაწილმა მტკიცება დაიწყო, რომ ყველაფერი ბანძია ჩვენი და სამარცხვინო. არაფერი შეგვიქმნია იმაზე მეტი, რაც სხვებს. მაგრამ არც უქმად არ ყოფილა ქართველი ერი თავისი არსებობის მანძილზე.

    • January 14, 2012 19:46

      სია ნამდვილად დიდია, მაგრამ ჩემთვის საინტერესოდ შევამცირე 😀
      შენი კომენტარის მიხედვით მგონი ნაცნობ პრობლემას მივადექით-უკიდურესობა.
      ჩვენ არ ვართ ყველაზე მაგარი და ნიჭიერი ერი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეროვნული ყველაფერი გადავმალოთ და ქვეყანა ვაქციოთ ასოცირებულად მხოლოდ მოქეიფე კაცებთან(ეს მაგალითი).

  4. January 15, 2012 06:43

    მასიურად გაუნათლებლობის და ვიწრო ჭრილში ხედვის გამოა ეს კომპლექსი.ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მართლა ცუდი ტენდენციაა

  5. beso permalink
    January 15, 2012 08:30

    არ მგონია სძულდეთ.უბრალოდ ამბობენ რომ სამაგიდე წიგნად არა აქვთ ,ვაფხისტყაოსანი.

  6. timetobeyourself permalink
    January 15, 2012 21:32

    რაც დაწერე მართლაც მართალი და სწორია…. გეთანხმები …. ვეფხისტყაოსანს რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობის გამო და იმის გამო რომ ბევრი ამას ვერ გებულობს, როგორც მე ანუ მთლიან შინაარსს და ზუსტ აზრს რისი გადმოცემაც უნდოდა ავტორს , ეს წიგნი ხდება გარიყული (ცოტა ცუდი სიტყვაა) ანუ ხალხს უნდა წაიკითხოს უკვე გამზადებული სახით მოცებული წიგნები , რასაც მე ვერ ვიტან და ცდილობენ არაფერს არ ჩაუღრმავდნენ ,,,, რატომღაც ქართული ყველაფრის მართლაც გვრცხვენია… რატომ არ ვიცი …..ჩემი აზრით ეს სირცხვილი იმის ბრალია, რომ არ აფასებენ ამ ყველაფერს და ამ სირცხვილის შექმნაშიც ყველა იღებს მონაწილეობას მაგალითად მედია … :))

  7. სანდრო permalink
    January 17, 2012 18:03

    ნამდვილად ვერ დაგეთანხმები ამ შემთხვევაში, მე პირველად ვნახე ეს ბლოგი და პირველ კომენტარს ვწერ ცოტა ნეგატიური გამომივა მაგრამ მაპატიეთ თქვენც და სხვა ქართველებმაც, რაც შეეხება ეროვნულობის კომპლექს ვფიქრობ, რომ ეს სულაც არ არის ეროვნულობის კომპლექსი და ეს ფაქტორები რაც თქვენ ჩამოწერეთ (განსაკუთრებული აღელვებით კი “ვეფხისტყაოსანი” ) სულაც არ ნიშნავს იმას რომ თაობა დაავადებულია “ეროვნული კომპლექსით” პირადად მე ვაფასებ “ვეფხისტყაოსანს” ვაღიარებ, რომ გენიალურია მაგრამ არ მომწონს რატომ ეს უკვე სხვა და უფრო მნიშვნელოვანი საკითხია (ერთ-ერთი მიზეზი თუნდაც ის არის რომ სკოლაში უაზროდ მაზეპირებენ) მაგრამ მომწონს სხვა უცხოელი მწერლებიც მათზე არანაკლებ ზოგი ქართველიც მე სიგიჟემდე მიყვარს გამსახურდია (როგრც მწერალი) და გალაკტიონი (როგორც პოეტი), არცერთი არ მიყვარს როგორც პიროვნება.
    “მასიურად გაუნათლებლობის და ვიწრო ჭრილში ხედვის გამოა ეს კომპლექსი.” ეს შეფასება კი ცოტა სუბიექტური, უადგილო და არაკორექტულია. ალბათ ჩათვლით, რომ ეს პოსტი და კომენტარიც ჩემზე მივიღე მაგრამ არა უბრალოდ “ვეფხისტყაოსნი” არ მოწონება ასე ვიტყვი ქართველ ყოველთვის მტკივნეულად ხვდება და ეს “ეროვნულების კომპლექსი” კი არა უაზრო მენტალიტეტის და ქართველი ხალხის განსხვავებული აზრის სიძულვილის შედეგია (რომელსაც სხვადასხვა ვანდალური ფაქტებით საკმაოდ კარგად წარმოაჩენდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: