Skip to content

ავღანური დღიურები

January 21, 2012

15 დეკემბერსბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორი წიგნის პრეზენტაციაზე რამდენიმე ბლოგერი მიგვიწვია. შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს “ავღანური დღიურებისა” და ინგმარ ბერგმანის “Laterna Magica-ს” პრეზენტაცია გაიმართა, ბლოგერებს ორივე წიგნი გადმოგვცეს.

ავღანური დღიურები

ავღანური დღიურები


ამ პოსტში დიანა იანსეს წიგნზე მინდა ვისაუბრო.
ეს წიგნი მართლაც დღიურია და თან ძალიან საინტერესო. მისი კითხვისას ერთი წამითაც არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ავტორი გულწრფელი არ იყო. ავტორი საკუთარ გრძნობებთან ერთად, ძალიან კარგად გადმოსცემს ავღანეთის მდგომარეობას 2004-2006 წლებში.
დიანა იანსე

დიანა იანსე


დიანა ავღანეთში თავისი ნებით მიდის. იქ ყოფნის განმავლობაში ხშირად უჩნდება დასვენების სურვილი, სადმე შორს წასვლის. მაგრამ როცა შვებულებას იღებს და ავღანეთს დროებით შორდება, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობს. ავღანეთში დაბრუნებისას დანაშაულის გრძნობა უმძაფრდება და რცხვენია, რადგან მას აქვს ის ყველაფერი, რაზეც ავღანელი ქალი ვერც იოცნებებს.
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ავღანეთში ქალების მდგომარეობამ. სრულიად უუფლებო ქალებს ყურადღებას არავინ აქცევს, არავის სურს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. რაც ყველაზე უარესია, თავად ქალებიც ვერ ბედავენ რამის მოთხოვნას.
დიანა იანსე

დიანა იანსე


გარე სამყაროს მოწყვეტილი დიანა წუხს, რომ ელჩებზე ძირითადად ცუდი წარმოდგენა აქვთ. იგი ამ წიგნით უარყოფს, რომ ყველა ელჩი ფუფუნებაში ცხოვრობს და ისინი მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობენ. ყოველგვარ ფუფუნებას მოკლებულ დიანას ავღანეთი ძალიან უყვარდება და თხრობას ასე ამთავრებს:
ეს დამსშვიდობების ის ფასია, რომელსაც ჩემი სამსახურისათვის ვიხდი. ეს იმ განტოლების ნაწილია, რომელსაც ვერასდროს ვხსნი. ჩემი ერთი ნაწილი ვერაფრით ისვენებს აწმყოში, ის მუდამ გზას ადგას, თუმცა ჩემი გულის ერთ ნაწილს მაინც აქ ვტოვებ, ავღანეთის ქვიშაში ჩამარხულს, რადგან მსოფლიოში არსად და არცერთ ხალხს ისე არ გაუთბია ჩემი გული, როგორც აქ.
მთავრობა იცვლება, ტარდება არჩევნები, დაუსრულებლად ლაპარაკობენ ავღანელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ ხალხის და ქვეყნის მდგომარეობა უცვლელი რჩება. პროგრესი რომლის დანახვაც წიგნის ავტორს სურს, მოჩვენებითია. ავტორი წუხს, რომ ყველანაირი ცდის, დაუზოგავი შრომის მიუხედავად, ავღანელებს ვერ ეხმარება.
საოცრად თბილი და სევდიანი წიგნის წაკითხვისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ გამონაკლისი ადამიანების გარდა, ყველასთვის თამაშია ამ ქვეყნის ბედი.
დიანა საოცრად გამბედავი ადამიანია.

წიგნს ყდაზე აწერია: ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ…
ნამდვილად, წიგნის დახურვის შემდეგ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩემი გულის ერთი ნაწილი იქ დავტოვე.

Advertisements
One Comment leave one →
  1. January 27, 2012 15:43

    “წიგნს ყდაზე აწერია: ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ…”

    ეს უბრალოდ წარწერა არ არის. წიგნს ასე ჰქვია შვედურ ენაზე, უბრალოდ ქართველი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, რაზეა წიგნი, უფრო მარტიად “ავღანური დღიურები” ეწოდა და მგონი გაამართლა 🙂

    მადლობა კარგი სტატიისთვის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: