Skip to content

ხარკი რომელსაც ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს

January 26, 2012

გადასახადები

გადასახადები

ნელ-ნელა ყველას მისდის მობილურ ტელეფონზე მსგავსი მესიჯი:
01.01.2012-დან, მთავრობის #489 დადგენილებით 112-ის საფასური – 20 თეთრი დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს.
ეს ნიშნავს რომ, თუ თქვენ თვეში 5 ლარს ხარჯავთ მობილურისთვის დამატებით გადასახდელი გექნებათ 20 თეთრი. არ აქვს მნიშვნელობა იყენებთ, თუ არა 112-ს.
ბევრი იტყვის სადა 5 ლარი იქაც 20 თეთრი რა მოხდაო, ყველაფერზე პანიკას რატომ წევთო. მოდით ჩამოვთვლი:
გაძვირდა ავტობუსები(10 თეთრით),
გაძვირდა ”მარშუტკით” მგზავრობა(30 თეთრით),
ბევრისთვის გაძვირდა ნაგავი, რადგან მიება დენს(იმ პრინციპით რომ ვინც მეტ დენს მოიხმარს მას აქვს საშუალება ნაგვის ფული მეტი გადაიხადოს),
112-ს ანუ სასწრაფო დახმარებას უნდა გადავუხადოთ 20 თეთრი (ალბათ იმ პრინციპით რომ ვინც 5 ლარს ხარჯავს მობილურისთვის მისთვის 20 თეთრი არაფერია).
შევკრიბოთ ეს ყველაფერი და ვნახავთ რომ არც ისე ცოტა თანხა გამოდის.
ამ გადასახადებიდან გამომდინარე ხელისუფლება გვიგზავნის მესიჯს:
-გააქვთ საშუალება? ხო და გადაიხადეთ.
გადასახადი

გადასახადი


ფასი ედება ყველაფერს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ხარკს გვახდევინებენ და ამას ნელ-ნელა გვაპარებენ.
ეს შეგრძნება გამიმძაფრდა ბექა ადამაშვილის სტატუსმა სოციალურ ქსელ facebook-ში:
”მერიის ახალ ოპერაციას უნდა ერქვას ”შაჰ-აბაზი”.
რა მნიშვნელობა აქვს ხარკს შენიანი დაგაკისრებს თუ დამპყრობელი
პ.ს: ”აბაზი” 20 თეთრს ერქვა ძველად”.
მართლაც რა მნიშვნელობა აქვს ხარკს შენიანი დაგაკისრებს, თუ დამპყრობელი. უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში თვალს ვხუჭავთ, რადგან გვეშინია არ დაგვიპყროს მტერმა, რეალურად კი მთავარი მტერს გზა გავუხსენით და ხელისუფლებას ვამართვინებთ. მტერი იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის მოკეთე ”ხარკს” არ დააკისრებს თავის ხალხს.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №489
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი

p.s.
გადაუდებელი დახმარების ევრონომერი – 112.

Advertisements
6 Comments leave one →
  1. January 27, 2012 00:18

    ხმის ამოღებას სანამ არ დავიწყებთ გიჟები კი არ არიან დამატებით შემოსავალზე უარი თქვან :დ მილიონებს მოიტანს ეგ ოცი თეთრი რამდენიმე თვეში, წარმოიდგინეთ…

  2. January 27, 2012 04:44

    სუ გაგიჟდნენ! და დონის იდიოტიზმია..

  3. January 27, 2012 14:29

    2 კარტა მაქვს. ერთი ჯეოსელის, მეორე მაგთის.
    მაგთიმ მომწერა ამ გადასახადის შესახებ გუშინ და 20 თეთრი ჩამოგეჭრებაო.
    დღეს ჯეოსელმა და 50 თეთრი ჩამოგეჭრებაო… ანუ მე რეალურად 70 თეთრს მახევენ ჯამში…

  4. giorgi-giorgi-giorgi permalink
    January 27, 2012 15:58

    ერთ შესწორებას შევიტანდი ზემოთ მოცემულ სტადიაში, სასწრაფო დახმარებას კი არ უნდა გადავუხადოთ აღნიშნული დადგენილებით 20 თეთრი არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს… იმისათვის რომ ამდენს გვისმენენ ტელეფონებზე ხომ იღლება ეს ხალხია არა.. 🙂

  5. baxo permalink
    January 28, 2012 04:20

    ჯერ იმით დავიწყებდი რომ გადასახადს ყველა ქვეყანაში იხდიან მიუხედავათ მათი შემოსავლიანობისა თუ მყიდველობითი ძალის დონისა, ასევე გადასახადი არის ეკონომიკური განვითარების ერთერთი მაჩვენებელი და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მთავრობა უდგას ჩვენ დედა მო@#%&ლ ეკონომიკას და ის აკონტროლებს მას და ერთი სიტყვით სახელმწიფო ვერ შეავსებს ეკონომიკას და ვერ გადაიხდის საგარეო ვალებს ეკონომიკური განვითარების გარეშე, თუმცა ამ მთავრობას ურჩევნია რომ ეკონომიკის განვითარებას რუსეთთან ბრძოლა და ქვეყნის და პირიქით უკან დახევა.

  6. გიორგი permalink
    January 30, 2012 14:36

    ეს არის ადამიანის კანონიერი დაყაჩარება და გაძარცვა!!! იტყვიან 20 თეთრი რა არისო, მაგრამ როგორ თუ რა არის?!!! ტელეფონიდან არაფერში გვაჭრიან 20 თეთრს! არაფერ შუაში რომ არ არის, შუქს დასუფთავება მიაბეს!! 17 ლარი გადავიხადე 1 თვეში დასუფთავების! გავგიჯდი!! რა ნაგავი უნდა მქონოდა 1 თვეში ისეთი, რომ გადასახადი მისი 17 ლარზე ასულიყო!!! მგზავრობა გააძვირეს! ავტობუსები შეამცირეს, რომ ხალხმა მარშუტით ისარგებლონ და ის აბსურდი თანხა გადავიხადოთ რაც ამ მთავრობამ ჩვენზე წიხლის დაჭერით მიიღო!!! მარტო სასწავლებლებში იმხელა გადასახადი არის რომ ბევრი ნიჭიერი გარეთ რჩება ამის გამო!! ბაღები ფასიანი!! კიდევ რამდენი რამ!!! ჩამოთვლა რომ დავიწყო ერთი გვერდი არ მეყოფა!!! ვისაც კი ვიცნობ არავინ საერთოდ კმაყოფილი არ არის ამ მთავრობით და არა მარტო კმაყოფილები არამედ ძალიან იმედ გაცრუებულები და შეურაწყოფილები!! არავინ საერთოდ მხარს არ უჭერს ამ მთავრობას ვისაც კი მე ვიცნობ და ურთიერთობაც მქონია!!! ეს მთავრობა ახორციელებს ხალხის დაყაჩაგებას კანონიერად რომელიც თვითონვე დაწერეს!!! ქუჩის კორუქცია ამ მთავრობამ აქცია ელიტარულ კანონიერ კორუქციად!!!! კიდევ რამდენი დარღვევები არის კველაფერში და ადამიანის შეურაწყობები!! ყველაფერი ფასიანი გახადეს და ჯერ კიდევ სად არის!! ნელნელა უარეს იზამენ თუ კიდევ ესენი მოვიდნენ მთავრობაში!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: