Skip to content

ჩვენ ფეხებზე გვკიდია რა დაგემართებათ ძვირფასო მოსახლეობავ

February 10, 2012

-გამარჯობათ! სადარბაზოში გასკდა მილი და პირველ სართულზე ჩამოდის დიდი რაოდენობით წყალი, ცოტა ხანში სახლებში შემოვა და რამით დაგვეხმარეთ_ვეუბნები წყალკანალის ოპერატორს. რომელიც მპასუხობს, რომ ეს მათი პრობლემა არ არის, რადგან შიდა მილებია. მითხრეს რომ დავრეკო სახანძროში.
-გამარჯობათ! ყიფშიძეზე გასკდა მილი, წყალკანალში მითხრეს რომ თქვენთან დამერეკა. აქ მიპასუხეს რომ პატრულის გარეშე ვერ მოვიდოდნენ.
პატრულიც მპასუხობს რომ მათ არ ეხებათ და მესამე ზარზე როგორც იქნა პატრული მოვიდა.
წყალი ჩამოდის პირველ სართულზე, ესხმება დენის მრიცხველებს და დენის გაყვანილობას, იღვრება ძალიან ბევრი წყალი.

მოვიდა პატრულის ორი თანამშრომელი, აღშფოთებული სახეები მიიღეს, ვუი, ვუი მილები გამსკდარაო. დაუკავშირდნენ ოპერატორს და უთხრეს რომ სახანძრო გამოეგზავნათ. ამ დროს ოქმის შედგენა დაიწყეს.
ცოტა ხანში უკავშირდება ოპერატორი და ეუბნება რომ სახანძრომ მოსვლაზე უარი თქვა, განცვიფრებული პატრულის თანამშრმომელი ედავება და ეუბნება, რომ ყიფშიცის 4 ნომერში საშინელი მდგომარეობაა და მოსახლეობის გარდა ზიანდება დენის გაყვანილობაც, რაც სახიფათოა. იქიდან მესმის ოპერატორის ხმა: კი მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ?
პატრულმა ოქმი შეადგინა, ჯერ არ გადაიწუროთ იმედი შეიძლება მოვიდნენო და დაგვტოვეს.
მეზობლობის თავმჯდომარემ(თუ რა ჰქვია არ ვიცი) დარეკა ვიღაც თინასთან და გამოგზავნეს მერიის თანამშრომლები. მოვიდა გოგა ორჯონიკიძე(თანამშრომლებითურთ), გადარეკეს და გამოსავალი მოგვიძებნეს, ეს თქვენი ყველას საერთო პრობლემაა და ლუკში უნდა ჩავიდეს ვინმეო, გადაკეტეთ და პრობლემა მოგვარდებაო. თქვენ ჯიპებით იარეთ და ჩვენ ლუკებში ვიძრომიალოთ და რა არის თქვენი მოვალეობა ბატონო გოგავ?
იღვრება წყალი და ეს არავის არ ადარდებს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს მარტო მოსახლეობის პრობლემააო და მე მათ არანაირ პასუხს არ გავცემ.
მოვიდნენ და კარგი გამოსავალი მოგვიძებნეს, რჩევა კარგად იცით, მადლობა ბატონო გოგა ორჯონიკიძევ.
და მადლობა მერიავ, რომელიც რეაგირებ, მაგრამ არც არაფერს აკეთებ პრობლემის გამოსასწორებლად.
წყალი მოდის და მოდის, მერიას კი ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ მოვალეობის მიზნით დაგვხედეს და წავიდნენ.
დიდი მადლობა რომ ასე პირნათლად ასრულებთ თქვენს მოვალეობას!
ალა კი უნდა ველოდოთ როდის მოხსნის ვიღაც კეთილი ადამიანი ლუკს, ჩაძვრება ამ ყინვაში და გადაკეტავს წყალს.

Advertisements
16 Comments leave one →
  1. ლაშა permalink
    February 10, 2012 20:03

    წყალკანალში დარეკეთ და უთხარით რომ მოვიდნენ და საერთო ცამკეტიდან გადაკეტონ. ეგ აშკარად მაგათ ეხებათ. თუ არ გააკეთებენ მერე უჩივლეთ და ზიანი აანაზღაურებინეთ.

  2. February 10, 2012 20:05

    პატრულის თანამშრომლებზე კიდე ცალკე შეიძლება დავწერო

  3. ლაშა permalink
    February 10, 2012 20:09

    ლუკებიც და ჩამკეტებიც არის gwp-ს საკუთრება, მაგათ ასევე უნდა ჰყავდეთ მორიგე საავარიო ჯგუფი. ლუკში ჩაძრომის და გადაკეტვის უფლებაც მხოლოდ მათ აქვთ.

    • February 10, 2012 20:17

      იმიტომაც მოვიდნენ რა ))) მაგათმა ჩვენ არ გვეხებაო

  4. February 10, 2012 20:09

    ამხანაგობის თავმჯდომარე… და 112–ზე 20 თეთრს კარგად გვახევენ :/

    დამპლები!
    მოსახლეობა მარტო არჩევნებზე და გადასახადებზე ახსენდებათ :/

  5. kakato permalink
    February 10, 2012 20:10

    ვერ არიან ესენი :@

    რამოდენიმე ხნის უკან მე დამჭირდა პატრულის გამოძახება (სამეზობლოს კონფლიქტის მოსაგვარებლად 😀 ) რამდენგან დავრეკე არ ვიცი, ვიდრე გაარკვევდნენ ”ვის ვეკუთვნოდით”.

    ფეისპალმები მინდა ბევრი!!!

  6. February 10, 2012 20:18

    ahahaha, gadaobaa aspurcela gvinda tu ra qvia, is cklis gmiri… vafshe es kvelaferi farulad unda gadaigo amis mere tu moxdeba rame msgavsi.

  7. February 10, 2012 20:27

    ოფიციოზის დამოკიდებულება უბრალო მოკვდავების მიმართ ზოგადად რომ აგდებულია ხშირ შემთხვევაში ეს მართალია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ბინები პრივატიზირებულია და ამხანაგობაა შექმნილი – მის მფლობელობაშია სადარბაზო. მაცხოვრებლების. და მართლა შიდა პრობლემაა.

    ჩვენთან იყო მსგავსი ამბავი და გავიარეთ ეგ ასე რომ მაქედან ვიცი.
    თუმცა, არის მერიის პროგრამა – თანადაფინანსების. მთლიანად დავცვალეთ შემდეგ მილები – ძალიან ძველი იყო და ისევ იყო გასკდომის რისკი – ჰოდა ეგ უკვე მერიამ დააფინანსა ძირითადად + ჩვენ ყველამ ნაწილობრივ.

  8. February 10, 2012 21:43

    კითილი ადამიანი, რომელიც ლუქს მოხსნის შენს სადარბაზოში მაცხოვრებელი რომელიმე მამრობითი (თუნდაც მდედრი) პიროვნებაა, რომელიც სხვა დანარჩენების მსგავსად მაგ ბინის თანამესაკუთრეა 🙂

    საბედნიეროდ, დიდი ხანია მთავრობის მოვალეობაში აღარ შედის სხვისი პირადი საკუთრების მოვლა-პატრონობა

  9. February 10, 2012 23:17

    ხალხო, რა სისულელეა, რა შუაშია საკუთრება,

    საკუთრება და ჩემი საქმე არის მაშინ, როცა ონკანს გასდის წყალი და მიფუჭებს იატაკს, ან მეზობელს უფუჭებს ჭერს, მაგრამ როცა არის საფრთხე, რომ კორპუსში ხანძარი გაჩნდება, ან დაიტბორება და ძირი დაუზიანდება, ასეთ დროს უნდა იმუშავოს სამაშველომ და იმ რაღაც ჯანდაბამ, 911-ის პონტში რომ გააკეთეს ვითომ და ფულს უკვე ვიხდით. რას ქვია არ მოდიან? ბოლოს და ბოლოს, ის წყლის მილები და წყალი ხომაა gwp-სი, ხომ ვიხდით იმ მომსახურების ფულს და მარტო წყალი კი არა, წყალთან დაკავშირებული პრობლემაც შედის.

    როგორ, გაზი რადგან სადარბაზოშია შემოყვანილი, რომ გასკდეს და გაუვიდეს, ყაზტრანსგაზი არ მოვა და არც უნდა მოვიდეს, პრივატიზებული კორპუსია და ტქვენი პრობლემააო? ხვდებით რამხელა სისულელეა?

    • February 11, 2012 00:24

      112 არის თურმე მარტო სასწრაფო.
      მეც მაგას ვამბობ რომ ჩემი პრობლემა იქნებოდა თუ შიგ ბინაში მოხდებოდა რამე. თან ეს სახანძრო მილები იყო და ერთდროულად ბევრ რამეს აზიანებდა.
      არ ვიცი რა.

  10. February 11, 2012 00:29

    მოგყავს კერძო ავარიული და კეტავ წყალს.
    შემდეგ ამხანაგობას შეაქ განცხადება თბილისის კორპუსში.
    ქირაობს კომპანიას, რომელიც მილების გამოცვლის ხარჯთაღრიცხვას აკეთებს, ამას უთანხმებ თბილისი კორპუსს, კომპანია ასრულებს სამუშაოებს, თბილისის კორპუსი იხდის 70% და 30% ამხანაგობა.

    იმას არ ვამბობ, რომ საავარიომ უნდა დაიკიდოს. მაგათ კი არ ვიცავ, უბრალოდ ვიცი რომ ეს სქემა, რაც აღვწერე მუშაობს და მაგიტომ ვამბობ… შეიძლება სხვანაირადაც შეიძლება.

    გაზის მილი არ ვიცი და სადარბაზოს წყლის კეთილმოწყობა, ლიფტი, კიბე, სახურავი… არის ამხანაგობის იურისდიქციაში და თბილისის კორპუსის პროგრამებში ჯდება. შეიძლება არ უნდა იყოს ასე – მაგრამ მაშინ ეს რეგულაცია უნდა შეიცვალოს. ჯერ-ჯერობით მოქმედი კანონმდებლობით ასეა.

    • February 11, 2012 01:34

      ხოდა სისულელეა, ფორსმაჟორული სიტუაციები არ უნდა იყოს კერძო ავარიულის იმედზე, რომელიც, მე პირადად, სულ არ ვიცი ვინაა, თუ არსებობს. ეს ხომ არ არის მისტერ მასტერის და “ქმარი ერთი საათით”-ის მოცულობის საქმე.

      90იანებში გასკდა კორპუსის წინ უზარმაზარი მილი, ხმამ გაგვაღვიძა ღამით. შუქიც არ იყო რა ტქმა უნდა, რომ დაგვენახა რა ხდებოდა და დიდი, დასატენი ფანრები რომ იყო, იქ გადავანათეთ მე5 სართულიდან. ჩამოიოდა მტელი გორა, ქვეშ გარაჟები და მანქანები იყო. მახსოვს, შუაღამეზე დავრეკეთ 09-ში, მერე წყალკანალში და წყალი მოკეტეს. დილის 5ზე, რომ გატენდა, დაფარული იყო რამდენიმე გარაში ქვით და ღორღით და წავსე იყო წყლით. რა თქმა უნდა მანქანები არავის აუნაზღაურებია, მაგრამ წყალიც გადაკეტეს, გააკეთეს, მთა ხელახლა აღადგინეს და ზედ გამავალი გზაც თავისი ასფალტიანად. და ეს დაწყევლილ 90იანებში.

      რას ქვია, წაში ჩადით და მოკეტეთო, გაუვიდათ და ეგაა, მილის გამოცვლას ხომ არავინ სთხოვდა? წყალი უნდა მოეკეტათ, ენახათ რომ საფრთხე აღარ არის (მათ შორის დენის გადასვლის, ხანძრის) და მერე წაბრძანებულიყვნენ. ამის მერე მილების გამოცვლას და ხარჯების გაწევას ვერ მოსთხოვ, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველყოფას – კი. ის ჭები ხომ არაა კორპუსის საკუთრება, ვინ მისცა უფლება რიგით მაცხოვრებელს მაშინ, როცა უნდა ჩავიდეს და გადაკეტოს.

  11. nika permalink
    February 11, 2012 12:35

    eseig, sanam gairkveva vis visashi aqvs, xelebis paturis upleba, sakutrebas vgulisxmob da ara imas rac tqven gaipiqret, manamde im ketil bidziasac daajarimeben tu gairiva rom saxelmcipo qoneba daaziana, ase rom elodet vidre ar datboravs iqaurobas….

  12. ლაშა permalink
    February 11, 2012 12:53

    კეთილომოწყობა რა შუაშია? აქ საუბარია ავარიაზე. უბნის საერთო ჩამკეტები ეკუთვნის GWP-ს. არავინ არ არის ვალდებული იცოდეს თუ რომელი ონკანი კეტავს უბანში წყალს. ამისთვის არსებობენ ამ საქმის სპეციალისტები.
    აი მაგალითად ჩემს ეზოში რომ გასკდეს რამე მილი, არავინ არ იცის საიდან იკეტება წყალი, აქვე ახლოს რომ მსგავის არაფერია ეგ ნამვილად ვიცი, ჰოდა რა უნდა ვქნათ ჩვენ და კერძო საავარიომ? ვირბინოთ 3 კილომეტრის რადიუსში და ვიმარჩიელოთ რომელი დაკეტავს?
    GWP-ს ეკუთვნის მილები და კვანძები, მათ შორის ჩამკეტები მანამ სანამ ის თქვენს საკუთრებაში არ შემოვა, კორპუსიც რომ ჩავთვალოთ კერძო საკუთრებად ჩამკეტი მაინც კორპუსამდე აყენია. უნდა ჰყავდეთ მაგათ მორიგე საავარიო.

  13. Ninika permalink
    February 14, 2012 05:09

    ამ წუთას ანალოგიურ სიტუაციაში ვართ მთელი კორპუსი, წყლის მილი გასკდა ლამისააა კორპუსი წაიღოს ღამის 3ის ნახევრიდან ვცდილობთ გავარკვიოთ ვის ევალება მოსვლა და წყლის გადაკეტვა ყველა უარზეა ჩვენ არ გვეხებაო და ასე წრეზე გვამისამართებენ ოპერატორები ერთმანეთის ნომრებზე GWP-ს ცხელ ხაზზე დარეკეს გვითხრეს კერძო კომპანია ვართო და თუ ფულს გადაიხდით მოვალთო … მოკლედ ველოდებით როდის ”ჩაგვრეცხავს წყალი” .მრიცხველების დაყენება კი უნდათ და ამდენი წყალი რო იღვრება ყველას კიდია თან GWP- ს საიტზე დიდი წითელი ასოებით რომ წაუწერიათ ”დაზოგე წყალი”-ო. (ფუ სად ვკვდები რაა არაფერი გვეშველება (ფაცეპალმ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: