Skip to content

მიხეილ სააკაშვილი და მომავლის იმედი

February 29, 2012

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. არ ვაპირებ იმის დაწერას, თუ რა ილაპარაკა. მან ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდა, გვითხრა რომ ხვალინდელი დღის იმედი უნდა გვქონდეს.
მამაჩემი ყოფილი მსახიობია, რაც დავიბადე არ უმუშავია, თავის ბიზნესზე ოცნებობდა ყოველთვის. როცა პატარკაციშვილმა მთაწმინდის პარკი გააკეთა, მამაჩემს საშუალება მიეცა საქმე წამოეწყო და პატარა წრაფი კვების ობიექტი გაეხსნა. მახსოვს როგორი ბედნიერი იყო, სულ საქმეებზე დარბოდა, მერე რა რომ ახლა მამაჩემი 68 წლის არის, სიცოცხლე მასაც ხომ უნდა? სულ საქმეებზე დარბოდა, ყველაფერი მოგვარებული იყო, მალე ყველაფერი უკეთ უნდა ყოფილიყო. შემდეგ სპეცრაზმი ავარდა მთაწმინდის პარკში და ოცნებებიც დაინგრა.
დედაჩემი ხელოვნებათმცოდნე და რუსული ენის სპეციალისტია, რუსთავი 2-ში ოდესღაც “კოლომბოს”,”მაშველებს”, “საიდუმლო მასალებს” და სხვა სერიალებს თარგმნიდა.კაპიკებს უხდიდნენ, მაგრამ უღირდა. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მთარგმნელად, ხოლო ძალიან ადრე საქინფორმში იყო(საქინფორმი ცალკე დიდი ისტორიაა, ამბავი იმისა, თუ როგორ იწყებდა ყველაფერი ნგრევას ნაციონალების მოსვლის შემდეგ). ახლა საჯარო ბიბლიოთეკაშია, მართლა კაპიკებს უხდიან, მაგრამ უყვარს წიგნები და ფულიც ძალიან სჭირდება.
პენსია ძალიან დაბალია, ამიტომ დედაჩემი სამსახურის გარეშე დარჩენის შიშით ცხოვრობს.
ჩემს მოხუც მშობლებს დენის და ნაგვის ერთმანეთზე მიბმამ ქვითრის მოსვლის შიში გაუმძაფრა.
არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე, მაგრამ ალბათ სულ ფიქრობენ ჩემი მშობლები თუ რა იქნება ხვალ.
ვერ ვხვდები რა უნდა ქნას ადამიანმა როცა მოხუცდება, როცა ცხოვრება მხოლოდ ტვირთად ექცევა.
ჩემებს კიდევ ისე ძალიან არ უჭირთ, წარმომიდგენია რა დღეშია ხალხი ვინც მხოლოდ პენსიით ცხოვრობს. ვისთვისაც ღამის მოსვლა შვებაა, ხოლო გათენება ტანჯვა.
ბატონო პრეზიდენტო თქვენ თქვით,რომ მომავლის იმედი უნდა გვქონდეს, მე მებადება კითხვა: რომელი მომავლის?
იმ მომავლის ხომ არა სადაც ლამის სუნთქვაც ფასიანი შეიძლება გახდეს?

Advertisements
5 Comments leave one →
  1. February 29, 2012 02:19

    ერთ–ერთი ყველაზე ლაკონური და კარგი წერილია, რაც ამ თემაზე დაიწერა. მომწონს შენი გულწრფელობა და გისურვებ ისეთ საქართველოში გეცხოვროს , როგორსაც ისურვებდი. 🙂

  2. February 29, 2012 02:19

    Share – ღილაკი არ გაქვს ბლოგზე. დაამატე.

    • February 29, 2012 02:24

      ლაიქ ღილაკი აქვს ცისფერი, ავტომატურად ფეისბუქზე იდება

  3. February 29, 2012 02:27

    თიკო არ ვიცი რით გაგამხნევო ან შენ ან შენი მშობლები, მაგრამ ერთ ვიცი, რომ ცრემლები წამომივიფა ამის კითვისას.. მე კი ვწუწუნებ ხშირად და მგონია, რომ ხოლმე რომ მე ვარ ესეთ მდოგმარეობაში, მაგრამ ვიცი ბერია ჩემნაერ და შენაერ მდგომარეობაში, მადლობა ამ პოსტისთვის და მიდნდა გითხრა, რომ არ დანებდე, არ შეეშას ბრძოლას! გეხუტები, კოცნი ბევრს.. შენს მეგობრა მიგულე. პატივისცემით: გიორგი დონაძე

  4. February 29, 2012 02:28

    მომიტევე ცოტა გაურკვევლად დავწერე, ასოებს ვტოვებდი.. ვღელავდი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: