Skip to content

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

March 3, 2012

ძალიან მინდოდა მწვავე კითხვის დასმა, სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მაინტერესებდა რას ფიქრობდა ამაზე პრემიერ-მინისტრი, გარდაცვლილის დასახიჩრებული სხეულის სურათებიც ამოვბეჭდე.
შეხვედრის წინ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მწვავე კითხვა არასდროს დამისვამს. ძირითადად მოვლენების ანალიზს ვწერ ხოლმე. ნიკა გილაურმა შემოსვლისთანავე გვითხრა, რომ არ მოვრიდებოდით კრიტიკას. მეც უფრო თავდაჯერებული გავხდი.
მაგრამ ბოლოს კითხვა მაინც არ დავსვი.
დაისვა კითხვა რომელიც მეც მქონდა: რატომ გადაება დენი ნაგავს?
პასუხი იყო, რომ ადრე იყო სულადობით(დაბალ ტარიფი იყო რაც), ფიქრობდნენ საცხოვრებელ ფართი გამოეთვალათ და ისე დაეწესებინათ გადასახადი. როცა ვთქვი რომ პრობლემა ტარიფში იყო, ნიკა გილაურმა თქვა, ხომ გვინდა ეზოებს გვილაგებდნენ და ნაგავი გაჰქონდეთო? ეს ძალიან ძვირი ჯდებაო და ამიტომ დაწესდა ასეთი გადასახადიო(რამენაირად ხომ უნდა დაწესდეს ნაგვის გადასახადიო).
ჩემთვის ეს საკითხი კვლავ გაურკვევლი რჩება, რადგან ერთ კილოვატ დენზე 5 თეთრი ძალიან ძვირია, ვაუჩერების დარიგების შემთხვევაშიც კი ძალიან ძვირი გადასახადი გამოდის.
მე დავწერე იმ თემაზე რაც ჩემთვის საინტერესო იყო, სხვა თემები ჩემთვის ცოტა გაურკვეველია(სრულიად არაკომპეტენტური ვიყავი, ეს პრობლემა კი პირადად მეც მეხება).
ასევე იყო კითხვები ჰესებზე,ტელევიზიებზე, ინტერნეტის გადასახადზე, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე, უნივერსიტეტების თვითმართველობაზე, ავიაბილეთების ფასებზე და ასე შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია რომ სწორი გზით მიდიან და ნელ-ნელა(ან არც ისე ნელა) ყველაფერი გვარდება, ქვეყანა წინ მიიწევს.
მე არ მაქვს ის განათლება და გამოცდილება, რომ საკუთარი გუნდის ქმედებებში დარწმუნებულ ადამიანს შევედავო.
შეიძლება ჩემი ადგილი იქ არ იყო და ვინმე უკეთესის წაყვანა შეიძლებოდა, რომელიც კითხვას არ შეინახავდა, მაგრამ მთლად უშედეგოდაც არ მიმაჩნია ჩემი პრემიერ-მინისტრთან ვიზიტი. იქ მისვლით გავაცნობიერე, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების მოგების იმედი აქვს(აქამდეც არ ვიყავი ამ აზრისგან შორს, ამაში მისმა თავდაჯერებულობამ კიდევ უფრო დამარწმუნა) და ახლა კიდევ უფრო კარგად დავაკვირდები რა ხდება ქვეყანაში, არჩევნებშიც უდაოდ მივიღებ მონაწილეობას და ნაციონალურ მოძრაობას არ შემოვხაზავ(თუ რატომ შეგიძლიათ ძველი პოსტები წაიკითხოთ).
ნიკა გილაური არასდროს მაღიზიანებდა, მისგან შორს არის ირონია და აგრესია. ალბათ უკეთეს გუნდში უფრო მეტს გააკეთებდა, არ ვიცი. ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრისას იგრძნობოდა ხალხის მიმართ მისი სიყვარული და პრობლემების გადაწყვეტის სურვილი, თუმცა იგი მთავრობაშია და თან მეორე პირია, ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუნდაც ხელი შეეშალა დიდი ტარიფების დაწესებისთვის.
იქნებ მართლა ვერ ხედავს ბატონი პრემიერ-მინისტრი მთავრობის შეცდომებს? არ გაგიკვირდეთ, ხშირად მეუბნებიან გულუბრყვილო ხარო.
2014 წელს ეს გაკეთდებაო, 2015 წელს ესო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს,რომ იმ დროისთვის ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება ამ ქვეყნის სათავეში, მე თვითონ სისტემა არ მომწონს.
სოციალური პრობლემები ისევ რჩება, ქვითარს მაღალი ციფრები აწერია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავარ თემად ისევ სააკაშვილს უშვებს, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძე ისევ არის, მგზავრობა ისევ ძვირია, საარჩევნო დაპირება კი იგივე რაც 2008 წელს იყო.

2008 წელი

2008 წელი


p.s.
კითხვების არ დასმა გამომდინარეობდა ჩემგან და არა გარემოებისგან, რადგან თავისუფლად იყო შესაძლებელი ნებისმიერი კითხვის დასმა.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. March 3, 2012 13:00

    უნდა დაგესვა ეს შეკითხვა, რა იცი იქნებ არც ისე მწვავე ყოფილიყო

    • March 3, 2012 13:43

      ყველა ვარიანტში უნდა დამესვა ეგ კითხვა

Trackbacks

  1. ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან « დღიური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: