Skip to content

“ნიჭიერი” დაიწყო-პირველი გადაცემა

March 20, 2012

19 მარტს, ორშაბათს, რუსთავი 2-ის ეთერში “ნიჭიერის” ახალი სეზონის პირველი გადაცემა გავიდა.
პირველი გადაცემით თუ ვიმსჯელებთ, წინ 3 თვის განმავლობაში ბევრი საინტერესო ორშაბათი გველოდება(22:00 საათზე, რუსთავი 2-ის ეთერში).
ვიხილეთ 25 კონკურსანტი, აქედან 13 მეორე ტურში გადავიდა.

მეორე ტურში გადასულები:
1. გიორგი წერეთელი, პროგრამისტი, როიალზე დაუკრა და გადავიდა მეორე ტურში(მე არ მომეწონა, ათწლედი დავამთავრეო, ნიჭი უფრო სხვა რამე მგონია).
2. ინდოელი მოცეკვავეები, რომლებმაც ვანიკო თარხნიშვილიც აიყოლიეს ცეკვაში.
3. თსუ არტი, რომლებმაც თავისი შექმნილი ინსტრუმენტებით ძალიან კარგი მუსიკა შემოგვთავაზეს(ჩემი ფავორიტები არიან).

თსუ არტი

თსუ არტი


4. თელაველი გოგოები, რომლებმაც ვიოლინოზე დაუკრეს.
5. გიორგი როსტომაშვილი, რომელმაც ტამტამზე ძალიან კარგად დაუკრა.
6. მარი დოლიძე და მისი მეწყვილე, ესპანური ცეკვით.
7. მოცეკვავე ბავშვები მეორე ტურში გადასვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ.
8. მეგობრების ტრიომ მშვენიერი პოპური შემოგვთავაზა და ყველას მოწონება დაიმსახურა(მეც ძალიან მომეწონა).

9. ნიკა მალფოი, ილუზიონისტი. მან ყველა გააოცა თავისი ფოკუსებით. თიკას და ვანიკოს თვალები დაახუჭინა, თიკას ცხვირზე ხელი დაადო და ეს შეხება ვანიკომ იგრძნო. ფურცელი ჰაერში გააჩერა.
10. ბიჭი ჰარი პოტერის ფორმით, თავიდან ვერავინ მიხვდა რის გაკეთებას აპირებდა. მისი ცეკვით ჟიურიც და დარბაზიც მოიხიბლა.
11. პატარა მოცეკვავე წყვილი.
12. ბითბოქსერი ბიჭები.
13. ანა ქაშიბაძე- პატარა გოგო, შესვლისას თიკას ჩაეხუტა. დედაზე ლექსი თქვა, რომელზეც ყველას ცრემლი მოადგა. სოფო ნიჟარაცემ ხელში აყვანილი გაიყვანა სცენიდან. მისმა გამოსვლამ მსგავსი შოუს უკრაინელი მონაწილე გამახსენა.

ძალიან სასაცილო იყო სვანი დოდოს გაბრაზებული სახით სცენაზე გამოსვლა და ლეილას “აფრების” შესრულება.

ასევე სასაცილო იყო კისო ქობალიას ნამღერი უცნაური რუსული სიმღერა.

ყველას გული დაწყდა ძალოვან მონაწილე არჩილზე. ჟიური, წამყვანები და დარბაზი ერთად ამხნევებდნენ, მაგრამ მან ვერ შეძლო თავისი ნომრის შესრულება, ანუ მანქანის გადატრიალება.

დამამახსოვრდა დანების მსროლელი 36 წლის ლექსო, რომელმაც კინაღამ ვანიკო თარხნიშვილი იმსხვერპლა.

“ნიჭიერს” შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოფიციალურ საიტზე.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. March 20, 2012 09:03

    მეც ზუსტად ეს ბავშვი გამახსენდა და კინაღამ ეჭვი შემეპარა დადგმული ხომ არ არის-მექი, როგორც სიუზან ბოილის და გულნაზი გოლეთიანის კადრები იყო გაჭრილი ვაშლივით მსგავსი..

Trackbacks

  1. » “ნიჭიერი” დაიწყო-პირველი გადაცემა - ნიჭიერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: