Skip to content

რელიგიური ომი

April 14, 2012

ელემენტარულად მაშინ ვბრაზობ როცა ჩემს საყვარელ მომღერალზე ცუდს ამბობენ.
ჩემი აზრით რწმენა ძალიან პირადულია და მისი გასაჯაროება არ არის საჭირო, თუმცა ეს ჩემი აზრია. რელიგიური ფანატიკოსები დიდად არ მხიბლავენ. ის შეკითხვაც მაღიზიანებს ეკლესიასთან პირჯვარს რატომ არ იწერო.
ხშირად დავცინით ადამიანებს იმის გამო, რომ რელიგიის დასაცავად იგინებიან, ამით კი სწორედ საკუთარ რელიგიას უპირისპირდებიან. ვსაუბრობთ მღვდლებზე, რომლებიც ცუდად იქცევიან და ასევე თავის რელიგიას უპირისპირდებიან.

მორწმუნე ადამიანს ყოველთვის უფრო მეტად მოეთხოვება თავშეკავება და სიდინჯე, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია უადგილო ირონია სხვისი რწმენის მიმართ. შენ შეიძლება არ გჯეროდეს, იყო ათეისტიც, მაგრამ სხვის რელიგიას პატივი უნდა სცე.

აღდგომა მართლმადიდებლებისთვის ბრწყინვალე დღესასწაულია, საქართველოში კი უმრავლესობა მართლმადიდებელია. როცა გამოდიხარ ირონიული კომენტარებით და გამოხატავ უპატივცემულობას ამ დღესასწაულის მიმართ ულამაზოა.

თუ გვაღიზიანებს საჯაროდ გამოფენილი ლოცვები სოციალურ ქსელებში და მათ დავცინით, არც ჩვენი კომენტარები უნდა მოგვწონდეს იმის შესახებ რომ არ გვჯერა და ცინიზმით არ უნდა ვხვდებოდეთ ბევრისთვის ძვირფას დღეს.

დაიწერება სტატუსები ქრისტე აღსდგაო და მის საპასუხოდ წამოვა სტატუსები, გავიგეთ რომ აღსდგა დავიღალეთო. ძალიან მებინძურება ეს ყველაფერი, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას უსვამს ხაზს რელიგიური ცინიზმი.
არ მოგვწონს ფანატიზმი? მაშინ რატომ გადავიქცევით თავად ჩაციკლულ ადამიანებად, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამენ რომ არ სწამთ ღმერთის.

ჩემი ამ პოსტით არაფერი შეიცვლება, თუმცა განაგრძეთ ერთმანეთის დაცინვა და ლანძღვა ასე თუ მოგწონთ, არც ამით შეიცვლება არაფერი. ვიღაცას მართლა სწამს, ვიღაცა ამას მოდისთვის აკეთებს, ვიღაც მართლა ათეისტია და ზოგიც მოდას არის აყოლილი.
საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ საჯაროდ გამოსაფენი არ არის რელიგიური დამოკიდებულებები, რადგან სულელურ ბოღმას და ლანძღვას იწვევს. ხოლო პასუხი, მე რასაც მინდა იმას დავწერ და გავაკეთებ ისევ სულელურ შედეგს- რელიგიურ ომს იწვევს, რომელიც დაუსრულებელ ფორმას იღებს.
მრჩება შთაბეჭდილება რომ რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ გამომსვლელებიც, რელიგიურ ფანატიკოსებად იქცევიან.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. April 15, 2012 09:24

    ძალიან საინტერესო სტატია იყო, სიამოვნებით წავიკითხე. 
    მადლობა!

  2. April 15, 2012 14:25

    გეთანხმები, არ ვარ მორწმუნე, მაგრამ მეც მაღიზიანებს ეს ცინიზმი, სახელმწიფო ოფიციალური დღესასწაულია ეს აღდგომა ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, და ლამაზი ტრადიცია მაინც არის სხვა თუ არაფერი. ახალ წელს ნაძვისხეებზე დათაგვები არ აღიზიანებთ და კვერცხებზე დათაგვებზე ტირიან

  3. April 16, 2012 20:55

    სამწუხაროდ, დღეს იშვიათობად იქცა ასეთი გაწონასწორებული პოსტები! +1 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: