Skip to content

რა ხდებოდა ლაფანყურში?

August 29, 2012

28 აგვისტოს შსს-მ გააკეთა განცხადება: საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

რუსული სპეცოპერაცია დაღესტანში საქარ­თველოს საზღვართან .სხვადასხვა საინფორმაციო ცენტრები იუწყებოდნენ რომ ლაფანყურში სასწრაფო დახმარების მანქანები და დამატებითი სამხედრო ძალები შედიოდნენ.  მეცხრე არხმა საგანგებო ჩართვა გააკეთა, სადაც ადგილობრივი რწმუნბული ხალხთან ერთად გარეთ იყო და ჟურნალისტებს პასუხობდა, რომ ყოველთვის ასე იკრიბებიან და საგანგაშო არაფერია, თან ამატებს რა ხდება მე არ მეხება, ჩემი საქმე მხოლოდ ხალხიაო. სოციალური ქსელები პანიკამ მოიცვა.

საბოლოოდ ვიგებთ რომ სიტუაცია ჩაწყნარდა. 29 აგვისტოს კი ვრცელდება ინფორმაცია : ღუდუშაურის კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა .

დაღესტნის საზღვართან ლოპოტას ხეობა ბლოკირებულია (ინფორმაცია გამოქვეყნებულია:  29 აგვისტო 2012 09:32)

შსს ახალ განცხადებას აქვეყნებს : საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული.

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: