Skip to content

პოლიტიკა ანუ რა ღირს საქართველოში ერთი ხმა

August 30, 2012

ხშირად ისმის საზოგადოების მიმართ კრიტიკა, რომ არ შეიძლება ელოდო მესიას და არაფერი გვეშველება სანამ ნორმალურ პოზიციას არ დავიჭერთ. რა არის პოლიტიკა? რამდენად აქვთ საქართველოში პოზიცია (ანუ რამდენად აძლევენ პარტიებს ხმას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით)? ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი მოქალაქე, რომელიც ხმას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით აძლევს და არა გადარჩენის მიზნით. ამაზე დავას ნუ დავიწყებთ, რადგან ”საქართველო სიღარიბის გარეშე” და მსგავსი პროექტები დიდი ხანია ”ჩაფლავდა”, ჩემი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით ძველ პოსტებში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ გაიყინა სიცივისგან კაცი, როგორ გამოდის სამათხოვროდ ძალიან მოხუცი ქალი და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ ღარიბი ხალხი ყველგან არისო, მაგრამ მაშინ რისთვის აირჩია ხალხმა ნაციონალური მოძრაობა თუ არა უკეთესი მომავლისთვის? ვზივართ კომპიუტერებთან და ვიძლევით რჩევებს, ვისვრით ირონიას, თუმცა ჩვენ არ გვიწევს მთელი წელი მიწაზე მუშაობა, არ გვიწევს ვაზის მოვლა იმისთვის რომ სეზონზე მთელი წლის მარაგი ფული ვიშოვოთ(გამახსენდა კაცმა როგორ გაჩეხა თავისი ხელით ვენახი).

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც დიდი იმედების შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა და აგერ უკვე რვა წელია მმართველობს, თუმცა მე ზუსტად იგივე პრობლემები მესმის რაც 11-12 წლისას მესმოდა, ხო კარგით აღარ არის კორუფცია და ღამე ქუჩაში გასვლა აღარ გვეშინია, ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ვანო მერაბიშვილს.

გაკეთებული გზებისა და გალამაზებული ბათუმის ფონზე ალბათ უფრო ნაკლებად ჩანს გაჭირვებული ხალხი, მაგრამ ისინი ნამდვილად არიან, დიახ ჩვენს გვერდით . ცოტანი არიან ადრე სულ ყველა ეგრე იყოო იტყვით, მაგრამ აბა რისთვის მივიდა ხალხი არჩევნებზე? რისთვის იდგა 2003 წელს ქუჩაში? -ცოტა უკეთესი მომავლისთვის. ბიძინას ფულის გამო უჭერს ხალხი მხარსო, კი მაგრამ რა გიკვირთ? როცა ხელისუფლებას კარგად შეეწყობი, არაფრით გამორჩეული ადამიანი დაწინაურდები ხმის მიცემის გამო და კიდე სხვას გასძახი არიქა ფულის გამო ირჩევ შენ მაგასო ეგ ნორმალურია? ჩვენ ვცხოვრობთ დახურულ საზოგადოებაში სადაც ადამიანები იმით აღწევენ წარმატებას თუ ვის აძლევენ ხმას, არაო არ მითხრათ ეხლა, ვინც ამ ხელისუფლებას უპირისპირდება მაშინვე უკან მისდის საქმე, თუ ეგრე არ არის აბა რატომ ჯარიმდენა გიგა ნასარიძის ორგანიზაცია 5 000 ლარით და ქართული ოცნება ძალიან ბევრით? რატომ ვხედავ ჩემს არაფრით გამორჩეულ ნაცნობს ბომონდის რიგებში ნაციონალების მაისურით და სხვა უფრო ნიჭიერს მიმტანად? ა ხო დამავიწყდა, ზოგმა იცის კარგი ხერხები და სიტუაციის გამოყენება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მაისური მხოლოდ დამთხვევაა, ეგეთია 19 წლის გოგოს პოლიტიკური შეხედულება და რა ქნას?

მანამ იქნება ხალხი მესიის იმედად სანამ სათავეში არ მოვა ნორმალური პოლიტიკური ძალა, რომელიც გაუქრობს საზოგადოების 99%-ს სურვილს პოლიტიკაში იყოს ჩართული.

ოდესმე ალბათ დადგება დრო როცა აღარ იქნება სიტუაცია ”ისე პრეზიდენტი რომ ვიყო მეც შევჭამდი ფულსო”, არ აქვს პრეზიდენტს ისეთი ხელფასი რომ სხვისი ფულები ჭამოს.

ამ არგუმენტს მოიტანთ, თუ იმ არგუმენტს, გაჭირვებული ქვეყანაა საქართველო, ჯერ მარტო იმიტომ რომ აქედან გაქცევა უნდა ყველას.

-გამარჯობა! თქვენ გაინტერესებთ რა ღირს საქართველოში ამომრჩევლის ხმა?

-ძალიან ცოტა. სულ რაღაც პირობითის მოხსნა, დაპირება რომ თუ ამ რვა წელიწადში ვერ მოასწრეს შემდეგში მაინც მოახერხებენ თქვენთვის ყურადღების მოქცევას. საქართველოში ამომრჩევლის ხმა 1000 ლარი ღირს, ჩასმული კბილები და შეიძლება კიდევ უფრო ცოტაც.

ნელ-ნელა კეთდება ყველაფერი, აბა საქმეში სიჩქარე არ გამოდის. ნელ-ნელა შენდება ქვეყანა, ვიღაც უმადურები კი ამას ვერ ხედავენ. რა ხელისუფლების პრობლემაა რომ ვიღაცამ საჭმლის ფულით ბენზინი იყიდა და თავი დაიწვა, ეჭამა გენაცვალე საჭმელი, აბა ფული არ მქონდაო?

მინდა შეგახსენოთ რომ უკეთესი მომავლის იმედი დანაშაული არ არის, და თუ თქვენ ამ ხელისუფლების მმართველობის დროს თავს კარგად  რაღა გაეწყობა, ჩათვალეთ ჩემი პოსტის წაკითხვა ტყუილად დროის დაკარგვად.

არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, მე კი მინდა ირაკლი ჩარკვიანის სიტყვებით ”გაგამხნევოთ” :

”აქ ხალხს ჯერ კიდევ ქარიზმატული პოლიტიკოსების და მათი უშნო ტყუილების წამს, მათი შეპირებებისა, რომ აგურები აღარ ჩამოცვივა ციდან, რომ ყველა კარგად იცხოვრებს, თუ ისინი და მხოლოდ ისინი მართავენ ამ უბედურ და ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანას”.

აგურები ნამდვილად ჩამოცვივა, უბრალოდ დიდი იმედი მაქვს რომ გაცილებით ნაკლები ვიდრე ამ 8 წლის განმავლობაში ცვიოდა!

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: