Skip to content

შენ ჰომოფობი ხარ ანუ…

January 15, 2013

ძალადობა  გადამდებია, ხშირად ძალადობის შემსწრე ადამიანები თავად ხდებიან მოძალადეები, ან სერიოზულ ფსიქიკურ დაზიანებებს იღებენ. გადამდებია ზიზღი, სიძულვილის ენა. 

ახლა ყველაზე აქტიური თემა შერჩევითი სამართალია. გავრცელდა კადრები, რომელსაც წინა ხელისუფლება იღებდა ჰომოსექსუალების პირად ცხოვრებაზე და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა. ჩემს ფეისბუქზე ძირითადად აღშფოთებაა, თუმცა ჩემთან საზოგადოების ის მცირედი ნაწილია, რომლის შეკოწიწებასაც საღად მოაზროვნე ადამიანებისგან ვცდილობ(რამდენად გამომდის ეგ კიდევ საკითხავია). რეალურ ცხოვრებაში რთულად არის საქმე, აბა ვცადო და გავიკითხო რას მეტყვიან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები . . . არ მინდა მაგის ცდა, თუმცა სავარაუდო რეაქციები ვიცი. ყველაზე ლმობიერი ადამიანი ცოტა ხანი გაჩუმდება და მერე მეტყვის:

 

-აუუფ, ცუდი ამბები მომხდარა. თუმცა ჰომოსექსუალები… არ უნდა ახდენდნენ თავისი პირადი ცხოვრების და ორიენტაციის გასაჯაროებას, თუმცა მე ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, ხო იცი არა? 

რაზე უნდა ვილაპარაკო, თავად მე ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი ვინცაა ხშირად უთქვამს ირონიით : – ოჰ, ამოიღო ხმა ჰომოსექსუალების უფლებათა დამცველმა. 

Image

ან რამდენს უთქვამს ”რა ვქნა ჰომოფობი ვარ” და შემდეგ სამართლიანობაზე დაუწყია საუბარი, როგორ იტანჯებიან ადამიანები, რა საშინელებაა სიღარიბე და ძალადობა. 

იცით რა გამახსენდა?

გამახსენდა რუსეთში მეტროში ბომბი რომ აფეთქდა, ქართველების კომენტარები ვიდეოებზე, თუ სტატიებზე, უარესის ღირები არიანო, იშ რა მაგარია ეგრე მოუხდებათო და ალბათ რამდენიმე მათგანი ხმასაც აიმაღლებდა ძალადობის წინააღმდეგ, შეიძლება ახლა ამ კადრებზეც იყოს აღშფოთებული. 

შერჩევითი სიკეთე არ არსებობს, ან გაქვს კეთილი გული, ან არა. თუ კადაფის წამების კადრების ყურებისას გაგიჩნდა შეგრძნება, რომ ის ამას იმსახურებდა, რომელ სიკეთეზეა ლაპარაკი? თუ მხოლოდ მაშინ გიჩუყდება გული, როცა გაწყობს, რომელ სიკეთეზე და ადამიანობაზეა ლაპარაკი? 

არ ვიცოდი ემოციები სად წამეღო და ამიტომ ბლოგზე შემოვედი. 

არ მეზიზღება ეს საზოგადოება, რადგან თუ მეზიზღება საზოგადოება რომელშიც ვცხოვრობ, ესე იგი, პრობლემა ჩემშია. ზიზღის და სიძულვილის გადმომცემი ადამიანების მხრიდან, არანაირი სოლიდარობის და უფლებების დაცვის არ მჯერა. 

რამდენი ადამიანი გამოდიოდა პატიმრების უფლებების დასაცავად და იქიდან რამდენს გაუხარდება სააკაშვილის კადაფის მდგომარეობაში ნახვა? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი.

”ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ…” (ის ქალი იმსახურებდა ბოზი იყო. ის ბიჭი იმსახურებდა გეი იყო. ის ადამიანი…)

და სადაც არის მაგრამ იქ თქვენ ჰომოფობი ხართ და იქვე პოტენციური მოძალადეც. 

Advertisements
3 Comments leave one →
  1. January 16, 2013 15:50

    პირადი ცხოვრება იმიტომაა პირადი რომ სხვამ არ უნდა ჩაყოს ცხვირი. 🙂 თორემ თავად ადამიანს თუ სურს უნდა გაასაჯაროებს უნდა არა.

  2. January 16, 2013 22:42

    🙂 ეს ყველაფერი ნაწილობრივ გასაგებია, მაგრამ რატომ არ აქვს ადამიანს უფლება ვიღაც არ მოსწონდეს? თუ კანონს არ არღვევს თავისი სიძულვილით. “შერჩევითი სიკეთე არ არსებობს, ან გაქვს კეთილი გული, ან არა. თუ კადაფის წამების კადრების ყურებისას გაგიჩნდა შეგრძნება, რომ ის ამას იმსახურებდა, რომელ სიკეთეზეა ლაპარაკი? ” – რა ადვილია დამკვირვებლის პოზიციიდან საუბარი. კადაფის რეჟიმის მიერ დაჭერილ და ნაწამებ პატიმრებს ჰკითხე რას გრძნობდნენ კადაფის მიმართ 🙂 და თუ არ უთანაგრძნობდნენ ესეიგი ბოროტი გულის პატრონები არიან ? 😀 მთავარია სახელმწიფო დონეზე არ დაკანონდეს ადამიანების ფიზიკური დასჯა თორემ პიროვნულ დონეზე ამის აღმოფხვრა ძნელად მესახება… ადამიანის უფლებების შეზღუდვა არ ღირს 🙂 მათ შორის სიძულვილის უფლების შეზღუდვაც ცუდი იდეაა 😀

    • January 24, 2013 10:19

      და სიძულვილის უფლების შეზღუდვა აქ სად დაინახეთ?
      მე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე.
      და რაც შეეხება კადაფს და მის მიერ გაუბედურებულ ადამიანებს, მე აქ სწორედ იმ დამკვირვებელ ადამიანებზე მაქვს საუბარი, რომლებიც უყურებდნენ კადრებს და ეს მოსწონდათ.

      მგონი ჩემი პოსტი არასწორად გაიგეთ.
      P.S. არავის ეკრძალება ვინმე არ მოსწონდეს, ან სძულდეს, და მეც არ მეკრძალება მათზე ჩემი აზრი გამოვხატო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: