Skip to content

ბიძაჩემი. . .

November 26, 2013

პირველ რიგში მინდა ვთქვა რატომ ვწერ ამ თემაზე პოსტს. რამდენჯერმე მომინდა სტატუსის დაწერა, მაგრამ ჩემი გრძნობები ვერ შევამოკლე. არ ვიცი ეს ცუდია, თუ კარგი, მაგრამ მე სოციალურ ქსელებში ვცხოვრობ და ყველა ემოციას აქ გამოხვატავ. ალბათ არც ისე ცუდია, რადგან როცა ემოცია მახრჩობს დაწერის დროს ცოტა მომეშვება ხოლმე. ბევრს აღიზიანებს, რა ყველაფერს ფეისბუქზე წერენო, მაგრამ მე მიყვარს აქაურობა და მომწონს ემოციების გამოხატვაც.

19 ნოემბრის დილას უცნაურმა ხმაურმა გამაღვიძა, საძინებლიდან გამოვედი და მამიდა ტიროდა. ნოდარიკო გარდაიცვალაო. ერთ წუთს ვიჯექი, მერე გავედი და დავწექი. ვცდილობდი გამერკვია რა ვიგრძენი. არანაირი ცრემლები, არანაირი ფიზიკური ტკივილი, უბრალოდ გულის არეში ჩხვლეტა და შეგრძნება – თითქოს რაღაც მომწყდა.

17 წელი სახლში. 17 წლის წინ ბიძაჩემს ინსულტი დაემართა, 1-2 წელი ცოტა მოღონიერებული იყო, მაგრამ ჯანმრთელი არ მახსოვს. ბავშვობაში მასთან შეხვედრას გავურბოდი კიდეც, ახლაც ვერ ვხვდები რა იყო მიზეზი.

ერთი კარგი მომენტი მახსოვს, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დამირეკა, აღფრთოვანებული იყო, ემოციურად მელაპარაკებოდა, გავიგე ლაო ძი წაგიკითხავსო. საათზე მეტი ვსაუბრობდით წიგნებზე, ძალიან ამაყი იყო ჩემით, ვარჩევდით საუკეთესო ხუთეულს. თუ საუბარი დაგჭირდება მოდი ან დამირეკე, მე ყოველთვის მზად ვარ, ახლა აღარ მოგაცდენო და გათიშა. სხვა დროს ასეთი ნოდარიკო არ მახსოვს, მინდოდა ეს საუბარი დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, მაგრამ ვიდექი და ყურმილიდან გამომავალ გაბმულ წუილს ვუსმენდი. ზოგჯერ მგონია ტელეფონი დარეკავს და ისევ დავილაპარაბეთ.

რა შემიძლია ვთქვა მასზე? მხოლოდ ის ვიცი რომ საოცრად განათლებული ადამიანი იყო, რომელიც ძალიან დაიტანჯა. აგვისტოს ბოლოს გავიგეთ რომ კიბო ჰქონდა, თუმცა მე ისევ ჩავთვალე რომ ესეც გადაივლიდა. ჩავთვალე რომ მას ყველაფრის გადატანა შეეძლო. რა გვაკავშირებდა ჩვენ? ტელეფონის ზარები, ჩემი მოკლე პასუხები, ბოლო სასიამოვნო საუბარი და მანდარინის ნამცხვარი, რომელიც მამიდამ გამოუცხო და მოუთმენლად ელოდებოდა როდის მივუტანდი.

თავიდან ტკივილი არ იყო, ახლა კი იმატებს და იმატებს. როცა ვასაფლავებდით მაშინაც მხოლოდ ბოდიში მოვუხადე, წლების განმავლობაში ერთხელაც არ მითქვამს რომ მიყვარდა. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება აქვე იყო და ერთხელაც არ ჩავხუტებივარ. ახლა კი რაღაც უცნაური ტკივილი პერიოდულად ტირილს მაიძულებს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მისი წლების ტანჯვა ახლა ჩემს გულშია და აღარასდროს გაივლის.

როგორ ვერ ვამჩნევდი მის ბავშვურ სიხარულს როცა მივდიოდი, და თუ ვერ ვამჩნევდი ახლა როგორ ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში? ანუ ვამჩნევდი და ვაიგნორებდი. ჩვენ თითოეულ წამს რამდენ რამეს ვაიგნორებთ და მერე ძალიან გვიან ტკივილის სახით გვიბრუნდება. ეს არის ალბათ სასჯელი იმისა, რომ ძვირფას ადამიანებს ვერ ვაფასებთ.

სწორედ ეს გამოუხატელი გრძნობები არის ჩემში გამოკეტილი და ახლა მის გამოხატვას აზრი აღარც აქვს, სურვილი დავდგე და ვიყვირო ნოდარიკო ძალიან მიყვარხარ ტკივილს ვეღარ უშველის.

ადრე სიკვდილი ჩემთვის მხოლოდ მძიმე ემოციების გასაფორმებელი სიტყვა იყო, ვთვლიდი რომ მე ვერაფერს დამაკლებდა. ახლა კი ნათლად ვხედავ რომ საკუთარი სიცოცხლე არაფერია საყვარელი ადამიანების სიცოცხლესთან შედარებით, ალტრუისტულად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

ეს ვეღარაფერს შეცვლის, მაგრამ თუ სიცოცხლე სიკვდილის მერეც არსებობს და გარდაცვლილებს ჩვენი ესმით ბიძაჩემიც გაიგებს ფრაზას, რომელსაც ძალიან ხშირად ვიმეორებ როცა მარტო ვრჩები:

– მოვალ და წაგიკითხავ ხოლმე ლაო ძის, აუცილებლად მოვალ.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. vivieni permalink
    November 27, 2013 11:35

    ძალიან ვწუხვარ… ასეთი რაღაც ხშირად ემართება სხვებს, ანუ საყვარელ ადამიანებს საკმარისად კარგად ვერ ვაფასებთ ან გვგონია რომ იციან რომ გვიყვარს და ამაზე ლაპარაკი ზედმეტი გვგონია. იმაზე იფიქრე რომ ბედნიერი იქნებოდა თუ შენ გემახსოვრება და გეყვარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბიძაშენი. შეეცადე ამის შემდეგ ყველას დაანახო შენი სიყვარული, სიტყვებით და საქციელით გამოხატე. 🙂
    გაუძელი. უფალი გფარავდეს.

  2. November 27, 2013 12:28

    წარმოუდგენლად რთულია, როდესაც ახლობელ,შენთვის ძვირფას ადამიანს კარგავ. მეტირება…

  3. December 4, 2013 18:29

    სიტყვებს ვერ ვპოულობ 😦 ძალიან დავსევდიანდი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: