Skip to content

მშვიდობით 2013

December 29, 2013

წელს ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია, საერთოდ ძალიან უნაყოფო წელი იყო. 

2013 წლის ახალი წელი ყველაზე კარგი იყო ჩემ ცხოვრებაში, აი ამით დაიწყო 

http://www.youtube.com/watch?v=wjiLYvUSytY&feature=share&list=PLF7pqmsOIFGtrGVIA5OTU2Ffjk7-gLJfy

ახალი წლის პირველი წუთები მოლოდინით იყო სავსე, მერე ის მოვიდა და მეგონა ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი წელი იწყებოდა. 

მერე მონასტერი აირია. . . გაზაფხული იყო აბურდული, დაბნეული, მაგრამ სამსახური დავიწყე. 3 თვე ვმუშაობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით თუ ჩემი სისუსტის გამო 24 საათიან სამსახურს შევეშვი. სამაგიეროდ გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გაჭირვებას ყველანაირად ებრძოდნენ. ძლიერი, ძალიან ძლიერი ქალები გავიცანი და ჩემი წიგნის იდეაც იქ გაჩნდა. 

წერა დავიწყე, დავიწყე და ისევე დაწყებული დევს სადღაც. 

მერე დაბნეული მე. რამდენიმე საათიანი მოლოდინი კიბოსი, ხო ნამდვილად იმ კიბოსი. საკუთარი თავის გამხნევება და დაჯერება რომ რაც არ უნდა იყოს სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, მოსაცდელში მამიდას ანერვიულებული სახის ყურება და მერე დროებითი სიმშვიდე.

ჩემი ყველაზე ახლო მეგობრების იშვიათად ნახვა 2013 წლის ერთ-ერთი ღირსება იყო. 

აგვისტოში გავიგეთ რომ ბიძაჩემს კიბო ჰქონდა. 

ცუდი დაბადების დღე,

ცუდი შემოდგომა.  

უნივერსიტეტის გამუდმებითი გაცდენები.

(წამიერი მომენტები როცა სახლიდან ყვითელი ფოთლების დანახვა მაბედნიერებდა).

მერე ცუდი თიკო, გულნატკენი ყველაზე ძვირფასი ადამიანები და პატიებისგან გამოწვეული სირცხვილის შეგრძნება.

უაზროდ, სადღაც გაქცევის მცდელობები, საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობები.

ბიძაჩემი გარდაიცვალა. გუშინ ორმოცი იყო. 

2013 წლის დამთავრებამდე დარჩა 2 დღე.

ეს პირველი ახალი წელი იქნება ნოდარიკოს გარეშე.

მე ასეთი პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ, ადრე რაღაცებს ველოდებოდი 31 დეკემბერს, ახლა აღარ, ან უბრალოდ ვეღარ.

მაგრამ მაინც, მიხარია რომ 2013 წელი დამთავრა.

წლის საუკეთესო სიმღერა 

http://www.youtube.com/watch?v=bpOSxM0rNPM

 

Advertisements
One Comment leave one →
  1. January 5, 2014 20:31

    ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი.
    რაც არ უნდა იყოს, იმედით უნდა შეხედო ყველაფერს. ადამიანები მიდიან და გვტკივა, ძალიან გვტკივა, მაგრამ იცი მადლობა უნდა ვუთხრათ მათ იმისთვის რაც დაგვიტოვეს, რაც გააკეთეს ჩვენთვის,იმიტომ, რომ მეტს უბრალოდ ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს შეცვლი. და ყველაზე მთავარი დაიმახსოვრე – ის ადამიანი ახლა ყველაზე კარგადაა, უფალთანაა და იმიტომ.
    ძალიან რაღაცნაირი კომენტარი გამომივიდა, მაგრამ.. იმედია ყველაფერი ისე გადმოვეცი, როგორც მინდოდა.

    წლის საუკეთესო სიმღერა ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: