ჩვენი ვაკის პარკი – ჩვენი ბუნება
ვფიქრობდი რომელ ერთ საკითხზე დამეწერა პოსტი, ძალიან ბევრი რამ მაწუხებს. სხვა საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ავარჩიე თემა, რომელიც ყველაზე საჩქაროდ მიმაჩნია.
ხშირად ვამბობ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა-მეთქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააჩანაგოს რაც მის ირგვლივ არის.
კითხვა მებადება: ის ადამიანები ვინც ვაკის პარკში ხეების გაჩეხვით და სასტუმროს აშენებით ხელებს ითბობენ ამ ყვენაში არ აპირებენ ცხოვრებას? ჰაერი არ ესაჭიროებათ?
ჰაერი ყველასია, ფულიანის, თუ უფულოსი. ჰაერი ერთნაირად სჭირდება ქალაქის მერიასაც, იმ აშენებულ სასტუმროში მცხოვრებსაც და უბრალო მოქალაქესაც.
ადამიანებო, ჰაერს ფულით ვერ იყიდით. ნურც სხვებს ართმევთ სუნთქვის საშუალებას და ნურც საკუთარ თავს.
გაუფრთხილდით ბუნებას!!
არ დავიწყებ იმის მოყოლას რას ნიშნავს ჩემთვის ეს პარკი. ყველას ვისაც უყვარს ვაკის პარკი, ვისაც არ უყვარს, ვისაც უბრალოდ გინდათ ისუნთქოთ მოდით აქციაზე 10 იანვარს 13:00 საათზე მერიასთან, ერთად გადავარჩინოთ ბუნება, რომელიც ყველას ერთნაირად გვჭირდება.
P.s. ძალიან ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. არ გექნებათ ჰაერი და აგვარეთ მერე სხვა ”უფრო” მნიშვნელოვანი პრობლემები.
https://www.facebook.com/events/1458673457693715/