ქართული ახალი წელი და მეეზოვეები

ამ ახალ წლის დღეებში ნამდვილად არ მინდოდა უარყოფითი პოსტის დაწერა, რადგან 2013-ს არაჩვეულებრივად შევხვდი და ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი. ჩემს მეზობლებზე გაბრაზებულს პოსტი უკვე მაქვს დაწერილი, ახლაც მსგავს თემას უნდა შევეხო. წლევანდელი პირველი სამი დილა ძილში გავატარე, და დღეს პირველად გავიხედე ფანჯრიდან. საშინელ განწყობაზე დავდექი. მშვენიერ ხასიათზე გაღვიძებულს საახალწლო მაშხალების მინდორი დამხვდა. ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია, სულ კარგ ხასიათზე ვარ და ადამიანების მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ამ კეთილ დღესასწაულზე შენი შვილების გასამხიარულებლად ყიდულობ მაშხალებს, ღამის თორმეტ საათზე ერთად ისვრით, რომ კიდევ უფრო კარგი განწყობა შეუქმნათ თქვენს ბავშვებს და მერე ფანჯრიდან ყრით. აი რატომ? მართლა ძალიან მაინტერესებს. რატომ უნდა … Continue reading ქართული ახალი წელი და მეეზოვეები