ავღანური დღიურები

15 დეკემბერსბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორი წიგნის პრეზენტაციაზე რამდენიმე ბლოგერი მიგვიწვია. შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს “ავღანური დღიურებისა” და ინგმარ ბერგმანის “Laterna Magica-ს” პრეზენტაცია გაიმართა, ბლოგერებს ორივე წიგნი გადმოგვცეს. ამ პოსტში დიანა იანსეს წიგნზე მინდა ვისაუბრო. ეს წიგნი მართლაც დღიურია და თან ძალიან საინტერესო. მისი კითხვისას ერთი წამითაც არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ავტორი გულწრფელი არ იყო. ავტორი საკუთარ გრძნობებთან ერთად, ძალიან კარგად გადმოსცემს ავღანეთის მდგომარეობას 2004-2006 წლებში. დიანა ავღანეთში თავისი ნებით მიდის. იქ ყოფნის განმავლობაში ხშირად უჩნდება დასვენების სურვილი, სადმე შორს წასვლის. მაგრამ როცა შვებულებას იღებს და ავღანეთს დროებით შორდება, თითქოს თავს დამნაშავედ … Continue reading ავღანური დღიურები

“გოგონა დრაკონის ტატუთი”-ჟურნალისტის და დეპრესიული გოგონას დუეტი

დეტექტივებს არასდროს ვკითხულობდი, უბრალოდ გამოძიებები არ მაინტერესებს, ასეთი ჟანრის ფილმებსაც არ ვუყურებ. სტიგ ლარსონის წიგნის კითხვა პესიმისტური განწყობით დავიწყე. თუმცა პირველივე გვერდებიდან დადებითად განვეწყვე, ჩარჩოში ჩასმული გამხმარი ყვავილების ისტორია ძალიან საინტერესო ჩანდა. ხოლო როცა მიქაელ ბლუმკვისტის ისტორია დაიწყო და ჟურნალისტიკა ჩაერთო, წიგნი გვერდზე აღარც გადამიდია. მიქაელ ბლუმკვისტი ეკონომიკური მიმომხილველია საკუთარ ჟურნალში, რომელიც უპირისპირდება შვედეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს. მიქაელ ბლუმკვისტს წიგნი აქვს გამოცემული და ერთ-ერთ ქვე თავში კითხვას სვამს “მაშ, რითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ აშკარად მცდარ ინფორმაციაზე ჟურნალისტები არაფერს ამბობენ?”-და თვითონვე პასუხობს, “ასეთი ჟურნალისტები ან ძალიან გულუბრყვილოები და არაპროფესიონალები არიან და აჯობებს, თუ სხვა სფეროში … Continue reading “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ჟურნალისტის და დეპრესიული გოგონას დუეტი