აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

ფსიქეს პოსტი წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით და თავი ვერ შევიკავე დაწერისგან. ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია და ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ ახლა ჩვენი აზრების დამთხვევებსა და განსხვავებებზე არ უნდა გესაუბროთ. მომხრე– არჩევნებზე მივდივარ და ხმა უნდა მივცე? როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყო აბორტის მომხრე, ეჭვი მეპარება ვინმეს ბავშის მოშორება სიამოვნებდეს. და ვინმეს თავი უფრო განვითარებული და თავისუფალი ჰგონია აბორტის მომხრეობის გამო? მოწინააღმდეგე– აბორტთან ბრძოლა ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია. თავდაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების კარგად ინფორმირებაა შესაძლებელი, რაღაც აქციების მოწყობა ხალხისთვის “რჩევების მისაცემად”, მაგრამ აკრძალო აბორტი და ამის გამო ქალი დასაჯო ძალიან დიდი სისულელეა. მომხრეები და მოწინააღმდეგეები– ორივე მხარე ერთმანეთზე უაზროა. რას ედავებიან … Continue reading აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები