წერილი პატარა ბიჭს

გამარჯობა ყველაზე ძლიერო ბიჭო. მინდა იცოდე, შენ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხარ. წლებია ყველა მძიმე სიტუაციას შენი დახმარებით ვაღწევ თავს. რაც არ უნდა მარტო ვიყო, თითქოს ყოველთვის აქ ხარ. მესმის შენი ენა, ზუსტად ვიცი როგორია შენი ბავშვური ყინვაშეპარული ხმა. სუნთქვასაც ვგრძნობ, დაღლილს და თითქმის შემწყდარს. ზუსტად შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ყველა ტკივილი და დამცირება საკუთარ თავზე გამოსცადა. მთელი სამყაროს სიმძიმე მხრებზე მოიკიდა, მაინც არ გაწყდა და კიდევ სამყაროსთვის განაგრძო სიცოცხლე. მე 24 წლის ვარ, შენ არ არსებობ და მაინც დღემდე დამნაშავედ ვგრნობ თავს ვერ დახმარების გამო. მე ვერ გადაგარჩინე დასახიჩრებას, ვერ შემოგეხიდე თოვლში. მინდა იცოდე, სადღაც შორს, საუკუნების მერე არსებობს … Continue reading წერილი პატარა ბიჭს

უსათაურო პოსტი

როცა მე თვითონ არ მჯეროდა ჩემი თავის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარწმუნებდნენ რომ ძალიან ძლიერი ვარ და ბევრ რამეს მივაღწევ. ორი კვირაა მუშაობა დავიწყე, სამ დღეში ერთხელ 24 საათი ვმუშაობ, სამსახურიდან უნივერსიტეტში მივდივარ და ხშირად სახლში ცივი გამომეტყველებითა და ატკიებული ფეხებით ვბრუნდები. შევდივარ სახლში, ვჯდები, ცხელ შოკოლადს ვიკეთებ და ვხვდები რომ არ შემიძლია გაჩერება. როცა მგონია რომ ენერგია ამომეწურა, სწორედ მაშინ აღმომაჩნდება ხოლმე ენერგიის დიდი მარაგი. ვსწავლობ ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილის ლექციიდან ვიღებ ძალას, რომლითაც შემდეგ ვაგრძელებ გზას. უნივერსიტეტში ვიღებ ემოციას, რომ ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფერს შევძლებ. რაც დრო გადის თითოეული ადამიანის თვალებში ვხედავ ჩემდამი პატივისცემას. ახლაც ჯიპადან მოვდივარ და … Continue reading უსათაურო პოსტი

ავღანური დღიურები

15 დეკემბერსბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორი წიგნის პრეზენტაციაზე რამდენიმე ბლოგერი მიგვიწვია. შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს “ავღანური დღიურებისა” და ინგმარ ბერგმანის “Laterna Magica-ს” პრეზენტაცია გაიმართა, ბლოგერებს ორივე წიგნი გადმოგვცეს. ამ პოსტში დიანა იანსეს წიგნზე მინდა ვისაუბრო. ეს წიგნი მართლაც დღიურია და თან ძალიან საინტერესო. მისი კითხვისას ერთი წამითაც არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ავტორი გულწრფელი არ იყო. ავტორი საკუთარ გრძნობებთან ერთად, ძალიან კარგად გადმოსცემს ავღანეთის მდგომარეობას 2004-2006 წლებში. დიანა ავღანეთში თავისი ნებით მიდის. იქ ყოფნის განმავლობაში ხშირად უჩნდება დასვენების სურვილი, სადმე შორს წასვლის. მაგრამ როცა შვებულებას იღებს და ავღანეთს დროებით შორდება, თითქოს თავს დამნაშავედ … Continue reading ავღანური დღიურები

“გოგონა დრაკონის ტატუთი”-ჟურნალისტის და დეპრესიული გოგონას დუეტი

დეტექტივებს არასდროს ვკითხულობდი, უბრალოდ გამოძიებები არ მაინტერესებს, ასეთი ჟანრის ფილმებსაც არ ვუყურებ. სტიგ ლარსონის წიგნის კითხვა პესიმისტური განწყობით დავიწყე. თუმცა პირველივე გვერდებიდან დადებითად განვეწყვე, ჩარჩოში ჩასმული გამხმარი ყვავილების ისტორია ძალიან საინტერესო ჩანდა. ხოლო როცა მიქაელ ბლუმკვისტის ისტორია დაიწყო და ჟურნალისტიკა ჩაერთო, წიგნი გვერდზე აღარც გადამიდია. მიქაელ ბლუმკვისტი ეკონომიკური მიმომხილველია საკუთარ ჟურნალში, რომელიც უპირისპირდება შვედეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს. მიქაელ ბლუმკვისტს წიგნი აქვს გამოცემული და ერთ-ერთ ქვე თავში კითხვას სვამს “მაშ, რითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ აშკარად მცდარ ინფორმაციაზე ჟურნალისტები არაფერს ამბობენ?”-და თვითონვე პასუხობს, “ასეთი ჟურნალისტები ან ძალიან გულუბრყვილოები და არაპროფესიონალები არიან და აჯობებს, თუ სხვა სფეროში … Continue reading “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ჟურნალისტის და დეპრესიული გოგონას დუეტი