რატომ გარბიან თინეიჯერი გოგოები?

პოსტის დაწერისკენ „ჩემი ცოლის დაქალების“ ტასოს პერსონაჟმა და მასზე ადამიანების რეაქციამ მიბიძგა. მოკლედ გეტყვით, ტასოს პირველად უჩნდება გრძნობები ბიჭის მიმართ. დედა ავადმყოფობის, თუ დაუდევრობის გამო ვერ ახერხებს გაიგოს და დაინახოს შვილში ცვლილებები. სერიალში ჯერ კიდევ მსუბუქად არის გადმოცემული პატარა გოგოს ემოციები. სოციალურ ქსელში ბლომადაა მისი ცრემლების მიმართ ქილიკი. საერთოდაც ბევრჯერ წააწყდებით ხუმრობებს და ირონიას შეყვარებულ 13-14 წლის გოგოებზე. სამწუხაროდ მშობლებიც და საზოგადოებაც არასერიოზულად აღვიქვამთ მათ გრძნობებს, ცრემლებს. გარდატეხის ასაკში ბავშვები განსაკუთრებით სათუთები და გულუბრყვილოები არიან. ამ პერიოდში განცდილი მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. ფიქრი იმაზე რომ დასცინებენ, ან მიდგომა ‘ბავშვია და გაუვლის’ აიძულებთ ჩაიკეტონ საკუთარ თავებში და გაექცნენ მშობლებს. რატომ გარბიან ბავშვები, … Continue reading რატომ გარბიან თინეიჯერი გოგოები?

ჩემს შვილს

დედა შენ ახლა 1 წლის ხარ. ამას საკუთარი თავის დასამშვიდებლად ვწერ. მე დედაშენი ვარ. შეიძლება ვერასდროს გავხდე იდეალური, მაგრამ ყოველთვის შენი მშობელი ვიქნები. ჩვენ ძალიან რთულ და მძიმე საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ხშირად შვილებს არ უსმენენ, ემოციებს უზღუდავენ და ართმევენ ყველაზე ძვირფასს – ინდივიდუალურობას. შენ ჩემი ბიჭი ხარ. მინდა იცოდე რომ სადამდეც დაგჭირდება შენს ლოგინთან ვიჯდები და მოვუსმენ სუნთქვას. შენ თუ არა ის მეტყვის რამე თუ გაწუხებს. მინდა მთელი გულით  გთხოვო – მელაპარაკე. ტკივილი არასდროს შეინახო. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, წინასწარ ბევრ რამეს ვერ განვსაზღვრავთ. დაცვა რომ შევძლო აუცილებლად უნდა მელაპარაკო. ტირილი მოგინდება? აუცილებლად იტირე. შეგეშინდება? ილაპარაკე შენს შიშებზე, სხვანაირად დაპირისპირებას ვერ … Continue reading ჩემს შვილს

წერილი პატარა ბიჭს

გამარჯობა ყველაზე ძლიერო ბიჭო. მინდა იცოდე, შენ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხარ. წლებია ყველა მძიმე სიტუაციას შენი დახმარებით ვაღწევ თავს. რაც არ უნდა მარტო ვიყო, თითქოს ყოველთვის აქ ხარ. მესმის შენი ენა, ზუსტად ვიცი როგორია შენი ბავშვური ყინვაშეპარული ხმა. სუნთქვასაც ვგრძნობ, დაღლილს და თითქმის შემწყდარს. ზუსტად შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ყველა ტკივილი და დამცირება საკუთარ თავზე გამოსცადა. მთელი სამყაროს სიმძიმე მხრებზე მოიკიდა, მაინც არ გაწყდა და კიდევ სამყაროსთვის განაგრძო სიცოცხლე. მე 24 წლის ვარ, შენ არ არსებობ და მაინც დღემდე დამნაშავედ ვგრნობ თავს ვერ დახმარების გამო. მე ვერ გადაგარჩინე დასახიჩრებას, ვერ შემოგეხიდე თოვლში. მინდა იცოდე, სადღაც შორს, საუკუნების მერე არსებობს … Continue reading წერილი პატარა ბიჭს

ახალი “პროფილი” და სტერეოტიპები

“პროფილი” ახალ სეზონზე ახალი ფორმატით დაბრუნდა. პირველივე გადაცემის ნახვის შემდეგ ფეიჯი დავალაიქე და ყურადღებას ვადევნებ. ბრძოლა სტერეოტიპებთან, ბრძოლა ძალადობასთან – ეს არის ძირითადი თემები. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ახალ ფორმატს პესიმისტურად შეხვდა და ზუსტად ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. რატომ შეხვდნენ ადამიანები პესიმისტურად მაია ასათიანის ახალ ფორმატს? სულ დასაწყისში, პრომო იყო ხელოვნური და გამაღიზიანებელი. თავად ეს შოუ წლების განმავლობაში ემსახურებოდა სტერეოტიპების გამყარებას. საფუძველი ჩაუყარა უხარისხო შოუების დადგმას და როცა სხვა მსგავსი გადაცემები მომრავლდა, კონკურენციას ვერ გაუძლო და ფორმატი შეიცვალა. წამყვანი ხელოვნურია. ქალბატონო მაია, თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს თქვენზე განხორციელებულ ძალადობას, ანუ საშინელ კომენტარებს სოციალურ ქსელში. ახლა თქვენ ზუსტად იმ აუდიტორიაზე მუშაობთ, რომელიც … Continue reading ახალი “პროფილი” და სტერეოტიპები

ჩვენ პრინცესები

წერისთვის ყოველთვის ძალიან ცუდ დროს ვარჩევ ხოლმე. ხვალ ძალიან დამღლელი სამუშაო დღე მელოდება, ადრე უნდა დავიძინო, თუმცა სწორედ ამ დროს მომინდა თქვენთვის რაღაცების მოყოლა. საკუთარი თავისთვის ზღაპრები მოგიყოლიათ? მე ერთი ზღაპარი მქონდა ამოჩემებული, ზუსტად ისეთი როგორიც ამერიკული ჰეფი ენდია.  ეს … Continue reading ჩვენ პრინცესები

მე და ჩემი პოლ ოსტერი – “ნიუ-იორკული ტრილოგია”

არ მახსოვს ქართულის რომელმა მასწავლებელმა მითხრა, მწერლობაზე ნაკლები ნიჭი არ არის კარგი მკითხველი იყოო. წარმოდგენა არ მაქვს ვარ თუ არა კარგი მკიხველი, თუმცა კითხვა ჩემი ცოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ზოგჯერ პროფესია მგონია. ახლა გვერდით ბოლოს წაკითხული წიგნი მიდევს, მასთან გამომშვიდობება ძალიან მიჭირს. მთელი ღამე გვერდებს ვეწაფებოდი, ბოლო გვერდისკენ მიმიწევდა გული, ახლა კი საკუთარ თავზე ვბრაზობ, რატომ ვიჩქარე ასე? თავიდან წაკითხვის შემთხვევაში პირველი შეგრძნებები აღარ განმეორდება. მყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი ავტორი, მაგრამ ასე ახლოს საკუთარ სამყაროსთან მხოლოდ პოლ ოსტერს ვგრძნობ. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, პოლ ოსტერი დაკარგული, ჩიხში შესული მწერლების ავტორია. მან შეიძლება არ გაჩვენოს გზა, მაგრამ საკუთარი პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის … Continue reading მე და ჩემი პოლ ოსტერი – “ნიუ-იორკული ტრილოგია”

პაციენტი მეზობელი ოთახიდან

N1 ექსპერიმენტი ვიღვიძებ, თვალებს წვალებით ვახელ. ცოტა მეძინა. თავი მექავება. მალე ქავილი სხეულის სხვა ადგილებზეც გადადის. მახველებს. გაციებული ვარ, თუმცა ახლა გაუჩერებლად მახველებს. საათს ვუყურებ – დილის 7 საათია, 3-ზე დავიძინე. ვცდილობ ძილი გავაგრძელო მაგრამ რამდენიმე გაბრძოლების შემდეგ ვხვდები, აზრი არ აქვს. ხველება, ქავილი, რომელიმე ცუდ მოგონებას ვარჩევ და დადებით ემოციას ვუპირისსპირებ. ახლა ემოციების ომი უნდა გაიმართოს ჩემში, მე კი დავაკვირდე რომელი გაიმარჯვებს. ეს ბრძოლა არასდროს მთავრდება კარგად,  რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს. შედეეგად ვიღლები და ყველაფერს მაინც ცრემლები ასრულებს. ვერ ვისვენებ, ლოგინში ვწრიალებ და საკუთარ თავს ვუმეორებ „დაიძინე, ძალიან გთხოვ დაიძინე“. ქავილი მიძლიერდება, მტკივდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი. თავს მომაკვდავად ვგრძნობ, … Continue reading პაციენტი მეზობელი ოთახიდან

გაიქეცით ქალებო, გაიქეცით!

ჩაი დავისხი, სიგარეტი მოვიმარაგე, პლედი შემოვიხვიე და მონიტორს მივაჩერდი. მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტი შევიქმნა, ჩემს პატარა ბინაში მაინც შევქმნა მშვიდი და სასიამოვნო სამყარო, თუმცა არ გამომდის. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო გარშემო არსებული პრობლემები დაეიგნორირებინა.  ორი დღეა ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ არაფრით გამოდის. სანამ ერთი მოვლენის გადახარშვას მოასწრებს ჩემი გონება, უარესი ხდება. მახსენდება საკუთარი თავი წლების წინ, როცა ქალთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობაზე დავიწყე ფიქრი და ირგვლივ გამუდმებულ ირონიას ვაწყდებოდი (საკუთარ ოჯახშიც კი). ახლა უკვე არ არსებობს ჩემს გარშემო საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ აღიარებს არსებული სიტუაციის სიმძიმეს. სანამ გამოსავალზე საუბარს დავიწყებდე (იმის მიუხედავად რომ არ ვიცი რა არის გამოსავალი), მინდა … Continue reading გაიქეცით ქალებო, გაიქეცით!

ნუ მოკლავ ცოლს!

სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხატავს უკმაყოფილებას რა სულ ცუდი ამბებია, რამე კარგიც თქვითო. სამწუხაროდ მეც ცუდ ამბებზე, ცუდ თემაზე უნდა გესაუბროთ. ბევრჯერ დამიწერია პოსტი იმის შესახებ, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და მისი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა რომელიმე ადამიანი ჩადის სასტიკ დანაშაულს კანონმა უნდა უზრუნველყოს დამნაშავის სათანადოდ დასჯა და დამნაშავის სიცოცხლე უნდა დაიცვას. წესით ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს მოკვლას ამართლებენ. კიდევ ვიმეორებ, უკიდურეს შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ბოლო დროს ძალიან გახშირდა ქმრის მიერ ცოლის/ყოფილი ცოლის მოკვლა. ასევე  გახშირდა კომენტარები … Continue reading ნუ მოკლავ ცოლს!

უარი თქვი დანაშაულზე

პატიმრები ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, დიდი პროტესტი მოჰყვა პატიმრებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას. მინდა დაგისვათ კითხვა, რას აკეთებს საზოგადოება დანაშაულის ასაცილებლად? როგორ ხვდება საზოგადოება ყოფილ პატიმრებს?  შესაძლებელია თქვენი პასუხი ასეთი იყოს – კი მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია? პირველ რიგში მინდა გიამბოთ რა კეთდება ამ კუთხით, კერძოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასახმარებლად. არსრულწლოვნებში დანაშაულის ასარიდებლად და დამნაშავის რეაბილიტაციისთვის იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, დანაშაულის პრევენციისა და  ინოვაციური პროგრამების ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცები გაერთიანდნენ. პრევენცია –   წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად. იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც პრევენციის სამ დონეს შეიცავს ( პირველი – მოიცავს ყველა არასრულწლოვანს, მათ შორის იმათ … Continue reading უარი თქვი დანაშაულზე