ნუ მოკლავ ცოლს!

სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხატავს უკმაყოფილებას რა სულ ცუდი ამბებია, რამე კარგიც თქვითო. სამწუხაროდ მეც ცუდ ამბებზე, ცუდ თემაზე უნდა გესაუბროთ. ბევრჯერ დამიწერია პოსტი იმის შესახებ, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და მისი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა რომელიმე ადამიანი ჩადის სასტიკ დანაშაულს კანონმა უნდა უზრუნველყოს დამნაშავის სათანადოდ დასჯა და დამნაშავის სიცოცხლე უნდა დაიცვას. წესით ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს მოკვლას ამართლებენ. კიდევ ვიმეორებ, უკიდურეს შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ბოლო დროს ძალიან გახშირდა ქმრის მიერ ცოლის/ყოფილი ცოლის მოკვლა. ასევე  გახშირდა კომენტარები … Continue reading ნუ მოკლავ ცოლს!

ჩვენი ვაკის პარკი – ჩვენი ბუნება

ვფიქრობდი რომელ ერთ საკითხზე დამეწერა პოსტი, ძალიან ბევრი რამ მაწუხებს. სხვა საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ავარჩიე თემა, რომელიც ყველაზე საჩქაროდ მიმაჩნია. ხშირად ვამბობ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა-მეთქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააჩანაგოს რაც მის ირგვლივ არის. კითხვა მებადება: ის ადამიანები ვინც ვაკის პარკში ხეების გაჩეხვით და სასტუმროს აშენებით ხელებს ითბობენ ამ ყვენაში არ აპირებენ ცხოვრებას?  ჰაერი არ ესაჭიროებათ? ჰაერი ყველასია, ფულიანის, თუ უფულოსი.  ჰაერი ერთნაირად სჭირდება ქალაქის მერიასაც, იმ აშენებულ სასტუმროში მცხოვრებსაც და უბრალო მოქალაქესაც. ადამიანებო, ჰაერს ფულით ვერ იყიდით. ნურც სხვებს ართმევთ სუნთქვის საშუალებას და ნურც საკუთარ თავს. გაუფრთხილდით  ბუნებას!! არ დავიწყებ იმის მოყოლას  რას … Continue reading ჩვენი ვაკის პარკი – ჩვენი ბუნება

შენ ჰომოფობი ხარ ანუ…

ძალადობა  გადამდებია, ხშირად ძალადობის შემსწრე ადამიანები თავად ხდებიან მოძალადეები, ან სერიოზულ ფსიქიკურ დაზიანებებს იღებენ. გადამდებია ზიზღი, სიძულვილის ენა.  ახლა ყველაზე აქტიური თემა შერჩევითი სამართალია. გავრცელდა კადრები, რომელსაც წინა ხელისუფლება იღებდა ჰომოსექსუალების პირად ცხოვრებაზე და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა. ჩემს ფეისბუქზე ძირითადად აღშფოთებაა, თუმცა ჩემთან საზოგადოების ის მცირედი ნაწილია, რომლის შეკოწიწებასაც საღად მოაზროვნე ადამიანებისგან ვცდილობ(რამდენად გამომდის ეგ კიდევ საკითხავია). რეალურ ცხოვრებაში რთულად არის საქმე, აბა ვცადო და გავიკითხო რას მეტყვიან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები . . . არ მინდა მაგის ცდა, თუმცა სავარაუდო რეაქციები ვიცი. ყველაზე ლმობიერი ადამიანი ცოტა ხანი გაჩუმდება და მერე მეტყვის:   -აუუფ, ცუდი ამბები მომხდარა. თუმცა ჰომოსექსუალები… არ … Continue reading შენ ჰომოფობი ხარ ანუ…

რა ხდებოდა ლაფანყურში?

28 აგვისტოს შსს-მ გააკეთა განცხადება: საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. რუსული სპეცოპერაცია დაღესტანში საქარ­თველოს საზღვართან .სხვადასხვა საინფორმაციო ცენტრები იუწყებოდნენ რომ ლაფანყურში სასწრაფო დახმარების მანქანები და დამატებითი სამხედრო ძალები შედიოდნენ.  მეცხრე არხმა საგანგებო ჩართვა გააკეთა, სადაც ადგილობრივი რწმუნბული ხალხთან ერთად გარეთ იყო და ჟურნალისტებს პასუხობდა, რომ ყოველთვის ასე იკრიბებიან და საგანგაშო არაფერია, თან ამატებს რა ხდება მე არ მეხება, ჩემი საქმე მხოლოდ ხალხიაო. სოციალური ქსელები პანიკამ მოიცვა. საბოლოოდ ვიგებთ რომ სიტუაცია ჩაწყნარდა. 29 აგვისტოს კი ვრცელდება ინფორმაცია : ღუდუშაურის კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა . დაღესტნის საზღვართან ლოპოტას ხეობა … Continue reading რა ხდებოდა ლაფანყურში?

პოკერის ტურნირი და მე

პოკერს დაახლოებით 2 წელზე მეტია ვთამაშობ,  ჯერ მამაჩემის და ჩემი ძმის თამაშს ვუყურებდი ხოლმე.  თავიდან როცა თამაში დავიწყე წესები ადვილად დავიმახსოვრე. ახლა ფეხბურთი და პოკერი ჩემი საყვარელი სპორტის სახეობებია. როცა გავიგე ბლოგერებისთვის პოკერის ტურნირი შეიძლებოდა ჩატარებულიყო  ძალიან გამიხარდა, ფიქრებში უკვე მაგიდასთან ვიჯექი და ფიშკებს ვათამაშებდი ხელში, მაგრამ სულ გამომრჩა 21 წლის 1 სექტემბერს ვხდები. ასე რომ ტურნირი ჩემთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ვიწუწუნე, სახლშიც და მეგობრებშიც სულ მაგაზე ვწუწუნებდი, მეგონა არ წავიდოდი, თუმცა წავედი და ვეცადე ტურნირის მაგიდასთან ახლოს არ ვყოფილიყავი. ემოციებს ვერ დავმალავდი და შეიძლებოდა ხელი შემეშალა. რასაც მე ვუყურე 10 მონაწილიდან ყველა აზარტში იყო,  თამაშიდან ისეთ სიამოვნებას იღებდნენ მაგიდასთან მისვლისთანავე … Continue reading პოკერის ტურნირი და მე

მიხეილ სააკაშვილი და მომავლის იმედი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. არ ვაპირებ იმის დაწერას, თუ რა ილაპარაკა. მან ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდა, გვითხრა რომ ხვალინდელი დღის იმედი უნდა გვქონდეს. მამაჩემი ყოფილი მსახიობია, რაც დავიბადე არ უმუშავია, თავის ბიზნესზე ოცნებობდა ყოველთვის. როცა პატარკაციშვილმა მთაწმინდის პარკი გააკეთა, მამაჩემს საშუალება მიეცა საქმე წამოეწყო და პატარა წრაფი კვების ობიექტი გაეხსნა. მახსოვს როგორი ბედნიერი იყო, სულ საქმეებზე დარბოდა, მერე რა რომ ახლა მამაჩემი 68 წლის არის, სიცოცხლე მასაც ხომ უნდა? სულ საქმეებზე დარბოდა, ყველაფერი მოგვარებული იყო, მალე ყველაფერი უკეთ უნდა ყოფილიყო. შემდეგ სპეცრაზმი ავარდა მთაწმინდის პარკში და ოცნებებიც დაინგრა. დედაჩემი ხელოვნებათმცოდნე და რუსული ენის სპეციალისტია, რუსთავი 2-ში ოდესღაც “კოლომბოს”,”მაშველებს”, “საიდუმლო მასალებს” და … Continue reading მიხეილ სააკაშვილი და მომავლის იმედი

ჩვენ ფეხებზე გვკიდია რა დაგემართებათ ძვირფასო მოსახლეობავ

-გამარჯობათ! სადარბაზოში გასკდა მილი და პირველ სართულზე ჩამოდის დიდი რაოდენობით წყალი, ცოტა ხანში სახლებში შემოვა და რამით დაგვეხმარეთ_ვეუბნები წყალკანალის ოპერატორს. რომელიც მპასუხობს, რომ ეს მათი პრობლემა არ არის, რადგან შიდა მილებია. მითხრეს რომ დავრეკო სახანძროში. -გამარჯობათ! ყიფშიძეზე გასკდა მილი, წყალკანალში მითხრეს რომ თქვენთან დამერეკა. აქ მიპასუხეს რომ პატრულის გარეშე ვერ მოვიდოდნენ. პატრულიც მპასუხობს რომ მათ არ ეხებათ და მესამე ზარზე როგორც იქნა პატრული მოვიდა. წყალი ჩამოდის პირველ სართულზე, ესხმება დენის მრიცხველებს და დენის გაყვანილობას, იღვრება ძალიან ბევრი წყალი. მოვიდა პატრულის ორი თანამშრომელი, აღშფოთებული სახეები მიიღეს, ვუი, ვუი მილები გამსკდარაო. დაუკავშირდნენ ოპერატორს და უთხრეს რომ სახანძრო გამოეგზავნათ. ამ დროს ოქმის შედგენა … Continue reading ჩვენ ფეხებზე გვკიდია რა დაგემართებათ ძვირფასო მოსახლეობავ

ბუნდოვანი გადასახადი

მესიჯი მომივიდა ჯეოსელისგან: ანგარიშიდან დაიქვითა 0.50 თეთრი 112-ის მომსახურების საფასური მთავრობის #489 დადგენილების თანახმად. იურიდიული პირი ნამდვილად არ ვარ, ჯერ არ ჩანს რამდენი ჩამომეჭრა, მაგრამ ეს მესიჯი ნამდვილად მომივიდა და 0.20 თეთრი კი არა, 0.50 წერია. კრედიტი მქონდა აღებული და მაინც ჩამომეჭრა, ანუ თუ უნდა გადამეხადა 2.40 ახლა მომიწევს 2.90(ან 2.60) გადავიხადო. ზოგი ფიქრობს რომ ყოველ ხუთ ლარზე ჩამოეჭრება 20 თეთრი, ასევე ამბობენ, რომ ჩვეულებრივ, სახლის ტელეფონებზეც იქნება იგივე გადასახადი. მექმნება შთაბეჭდილება, რომ სპეციალურად ხალხის დასაბნევას აკეთებენ ამას, როცა შეუძლიათ ძალიან მარტივი ენით და გასაგებად შეატყობინონ ხალხს, თუ რას და რატომ იხდიან. კარგით თუ რატომ იხდიან არ შეატყობინებენ, იქნებ რამდენი … Continue reading ბუნდოვანი გადასახადი

ხარკი რომელსაც ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს

ნელ-ნელა ყველას მისდის მობილურ ტელეფონზე მსგავსი მესიჯი: 01.01.2012-დან, მთავრობის #489 დადგენილებით 112-ის საფასური – 20 თეთრი დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს. ეს ნიშნავს რომ, თუ თქვენ თვეში 5 ლარს ხარჯავთ მობილურისთვის დამატებით გადასახდელი გექნებათ 20 თეთრი. არ აქვს მნიშვნელობა იყენებთ, თუ არა 112-ს. ბევრი იტყვის სადა 5 ლარი იქაც 20 თეთრი რა მოხდაო, ყველაფერზე პანიკას რატომ წევთო. მოდით ჩამოვთვლი: გაძვირდა ავტობუსები(10 თეთრით), გაძვირდა ”მარშუტკით” მგზავრობა(30 თეთრით), ბევრისთვის გაძვირდა ნაგავი, რადგან მიება დენს(იმ პრინციპით რომ ვინც მეტ დენს მოიხმარს მას აქვს საშუალება ნაგვის ფული მეტი გადაიხადოს), 112-ს ანუ სასწრაფო დახმარებას უნდა გადავუხადოთ 20 თეთრი (ალბათ … Continue reading ხარკი რომელსაც ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს

ოთახიდან სპილოს გაყვანა

ამ კონკურსთან დაკავშირებით, კონკურსის დასაწყისშივე დავწერე პოსტი. 26 ნოემბერს ICCN-ის ოფისიდან სახლში საკმაოდ დაბნეული ვბრუნდებოდი, თან ვფიქრობდი: თიკო შენ ლიდერი ხარ, გაიაზრე შენი პასუხისმგებლობა! ლიდერობის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ ძალიან დავიბენი. საღამოს facebook-ის მეგობრებს გადავხედე და სამი ადამიანი ამოვარჩიე, ვისაც მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ გამოთქმული. ნათია გულისაშვილი(ფორთოხლის გოგონა), ანა თოფურიძე და ალექსანდრე. მეორე დღესვე შევკრიბე გუნდის წევრები. პირველივე შეხვედრისას მივხვდი რომ კარგი არჩევანი გავაკეთე. თემის გაცნობის შემდეგ სამივე აქტიურად ჩაერთო კონკურსში, თითქმის 24 საათი ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. პირველად ფიქრი ფოტოსესიაზე დავიწყეთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ფოტოების გადაღება გამოდგა, იდეის “შემოკლება” მიწევდა,რადგან მაქასიმუმ 10 ფოტო უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტეთ ორი გოგონას ისტორია გადმოგვეცა, რომლებზეც ძალადობდნენ. … Continue reading ოთახიდან სპილოს გაყვანა